WordPress-ის თემა არის თქვენი საიტის საფუძველი და მისი იერსახე. არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება მოვიხსენიოთ თემა მხოლოდ როგორც ვიზუალური გარეკანი – მისი შიგთავსი შედგება უამრავი ფაილისაგან, რომელთა კრებული ქმნის საიტის გამოჩენისა და მისი ჯეროვანი მუშაობის ფუნქციონალს!

ინტერნეტის ქსელში WordPress-ის თემებს ხშირად მოიხსენებენ როგორც “შაბლონს”. ეს ნამდვილად არ არის მისი სწორი განმარტება, მაგრამ ამაზე დისკუსია არ ღირს. ორივე თერმინი უმეტეს სპეციალისტისა და მომხმარებლის ლექსიკონში ჩვეულებითი გახდა და თუ როგორ მოვიხსენიებთ მას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს.

WordPress-ის თემა შეიძლება დაყენდეს ან შეიცვალოს ორიოდე დაწკაპუნებით, რაც უდაოდ WordPress-ის შემქმნელების დიდი დამსახურებაა. მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ აწყობილ და მომუშავე საიტზე თემის გამოცვლა ცოდნასა და რიგი საკითხების გათვალისწინებას მოითხოვს! ჩვენი ბლოგის გვერდებზე თქვენ წაიკითხავთ მასალებს და იხილავთ ვიდეო-გაკვეთილებს ამის შესახებ.

WordPress-ის თემები არიან უფასო და პრემიუმ კლასისა. ინტერნეტში მოიძებნება ორივე სახეობის თემების დიდი ასორტიმენტი, რაც მომხმარებელს დიდი არჩევანის საშუალებას აძლევს. ბუნებრივია, რომ უფასო თემების შესაძლებლობები ბევრად შეზღუდულია, როგორც დიზაინის, ასევე ფუნქციონალის ასპექტებში. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი საიტი არ იმუშავებს კარგად – ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული!

საიდან შეიძლება WordPress-ის უფასო თემების გადმოწერა?

რა თქმა უნდა მთავარი, ყველაზე დიდი და საიმედო წყაროა WordPress-ის რეპოზიტორი. ეს ყველაზე უსაფრთო რესურსია, ვიდაიდან გვერდითი საიტებიდან გადმოწერილი უფასო ან პრემიუმ თემაში ხშირ შემთვევაში წააწყდებით ჩასმულ მავნე კოდს ან/და სარეკლამო & სპამ ბმულებს[, რაც ძალიან უარყოფითად იმოქმედებს თქვენი საიტის მუშაობაზე და მის რეპუტაციაზე!

ჩვენს საიტზე თქვე პერიოდულად წაიკითხავთ მიმოხილვებს უფასო ან პრემიუმ თემების შესახებ, სანდო და საიმედო წყაროების მითითებით!

სად შეიძლება WordPress-ის თემების შეძენა?

ბუნებრივია, რომ პროფესიონალურად შექმნილი პრემიუმ თემა მნიშვნელოვნად განსხვავდება უფასოსგან, პირველ ყოვლისა დახვეწილი დიაზაინითა და მძლავრი ფუნქციონალით! თუ თქვენ მზად ხართ გაწიოთ ხარჯები და შეიძინოთ პრემიუმ-კლასის საუკეთესო ვებ-პროდუქტი, გადახედეთ ჩვენს მიერ მომზადებულ მიმოხილვას, რომელშიც წარდგენილია საუკეთესო საიტები სადაც $30-$80 შეძლებთ მაღალხარისხიანი თემების შეძენას + რაც ძალიან მნიშვნელოვანია – თემის ავტორის საკონსულტაციო და ტექნიკურ მხარდაჭერას მიიღებთ!

აქვე გვინდა მოგახსენოთ, რომ:

ვებ-დიზაინ სტუდია Webix Solutions

სიამოვნებით დაგეხმარებათ შერჩეული თემის მორგება-მომართვაში ან თქვენი სურვილისამებრ შექმნის უნიკალურ & უშუალოდ თქვენი საქმიანობისათვის მორგებულ პრემიუმ კლასის თემას, რა თქმა უნდა სრული ქართული ლოკალიზაციით, სრული მომსახურებითა და მხარდაჭერით!

Theme Forest – თემებისა და ჩადგმების ყველაზე ცნობილი & მსხვილი მაღაზია. აქ თქვენ დაგხვდებათ პრემიუმ კლასის თემების უზარმაზარი არჩევანი, რომელიც ნებისმიერ გემოვნებას დააკმაყოფილებს. მოხერხებული დახარისხება, moneyback, კომენტარების სისტემა, ტექნიკური დახმარება და რათქმა უნდა დემო-ვერსიები. ფასი მერყეობს $40-დან $86-მდე. პროდუქტის შეძენისათვის აუცილებელია საიზე რეგისტრაცია და საბანკო ბარათის არსებობა.

Elegant Themes – ხარისხიანი თემებისა და ჩადგმების დიდი არჩევანი, კარგი მხარდაჭერა და განახლებები. წლიური ხელმოწერის ღირებულება შეადგენს $69.

Theme Furnace სხვადასხვა სახის ხარისხიანი თემები, ძირითად ბლოგებისათვის. 1 თემის ღირებულება შეადგენს $49, ხოლო წლიური ხელმოწერის ღირებულება შეადგენს $99.

My Theme Shop – სწრაფი და სიმპატიური თემები ინტერნეტ-მაღაზიის WooCommerce-ის მხარდაჭერით. საიტზე აგრეთვე არის უფასო თემების კოლექცია. 1 თემის ღირებულება შეადგენს $59, ხოლო წლიური ხელმოწერის ღირებულება შეადგენს $87.

Tesla Themes – შესანიშნავი დიზაინი და ფუნქციონალი საკმაოდ მეგობრულ ფასებში. ხელმომწერებისათვის გააჩნიათ 1 უფასო პრემიუმ კლასის თემა. 1 თემის ღირებულება შეადგენს $48, ხოლო წლიური ხელმოწერის ღირებულება შეადგენს $59.

შეიძლება თუ არა უნიკალური თემის შეკვეთა?

რა თქმა უნდა ეს შესაძლებელია, მაგრამ მზად უნდა იყოთ სპეციალისტის ჰონორარის გადასახდელად! ამასთანავე აუცილებლად გასათვალისწინებელია შემდეგი ასპექტები:

  1. შეკვეთისათვის უნდა იქნას შერჩეული გამოცდილი და მცოდნე ვებ-დიზაინ სტუდია ან მოშორებულად მომუშავე კერზო სპეციალისტი – “ფრილანსერი”.
  2. დიზაინი უნდა იყოს უნიკალური და შესრულებული WordPress-ის კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად.
  3. WordPress-ი მუდმივად და დინამიურად განვითარებადი სისტემაა, ისევე როგორც მისი თემები და ჩადგმები. ადრე თუ გვიან თქვენს მიერ შეკვეთი უნიკალურ თემას დასჭირდება განახლება, რაც მოითხოვს დამატებით ხარჯებს!

თქვენი ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ე.წ. “ვარეზ” ანუ “მეკობრე” საიტებზე! ინტერნეტის ქსელში მსგავსი მოიძებნება ათასობით. არავითარ შემთხვევაში არ გადმოწეროთ & არ გამოიყენოთ ეს თემები თქვენს პროექტებში ვინაიდან მათში ჭარბობს ფარული სარეკლამო ბმულები და ვირუსები!

Close Menu