ჩადგმები (პლაგინები) ისევე როგორც თემები წარმოადგენენ WordPress-ის იმ საფუძვლს, მათი მეშვეობით ვაღწევთ საიტის მოქნილობას იერსახისა და შესაძლებლობების ასპექტში.

WordPress-ის ჩადგმა (plagin) – ეს არის პროგრამული დანართი, რომლის მეშვეობით ჩვენ ვქმნით დამატებით ფუნქციონალს საიტის მუშაობაში. ტექნიკური თვალსაზრისით ჩადგმა, ისევე როგორც თემა შესდგება პროგრამული კოდისაგან, რომელიც დამატებით შესაძლებლობების დანერგვის საშუალებას გვაძლევს.

ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ ყველა ჩადგმის მიმოხილვას, თუნდაც ყველაზე პოპულარულებისა – ეს შეუძლებელია. მათი რაოდენობა 30 000-მდეა და ეს მხოლოდ უფასო ჩადგმებია. თვითოეულ მომხმარებელს დროთა განმავლობაში უჩნდება სიმპატიები ამა თუ იმ კონკრეტული ჩადგმის მიმართ მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ხოლო ჩვენი პროექტის ამოცანაა შეძლების დაგვარად დაგეხმაროთ მათ შერჩევაში.

ჩადგმების დახმარებით შესაძლოა თითქმის ნებისმიერი დასმული ამოცანის რეალიზაცია: დავამატოთ საიტზე გამოკითხვა, შევქმათ ფოტო-გალერეა, ვაქციოთ ჩვენი საიტი ან ბლოგი ინტერნეტ-მაღაზიათ …

საერთოდ WordPress-ის ჩადგმებს შეუძლიათ სხვადასხვა განსხვავებული ფუნქციების შესრულება დაწყებული მარტივი ამოცანებით და რთული კომპლექსური გადაწყვეტილებებით დამთავრებული: ფორუმი, ინტერნეტ-კომერცია და ა.შ.

ყველა ჩადგმა პირობითად შეიძლება დავყოთ 2 ჯგუფად: უფასო & პრემიუმი. ხშირ შემთხვევაში ხელმისაწვდომია უფასო ჩადგმა შეზღუდული შესაძლებლობებით და მისი პრემიუმ ვერსია გაფართოებული ფუნქციონალით. შესაბამისად ჩადგმის შერჩევის დროს ყურადღებით გაეცანით დემო-ვერსიასა და დოკუმენტაციას.

უფასო ჩადგმები, ისევე, როგორც თემები უნდა დავაყენოთ (დავაინსტალიროთ) WordPress-ის დეპოზიტორიუმიდან, ხოლო პრემიუმ ჩადგმები შეიძინეთ მხოლოდ მათი ავტორებისა და/ან ოფიციალური დილერების საიტებიდან. ჩვენს მიმოხილვებში ყოველთვის იხილავთ შესაბამის ბმულებს.

აქვე მოკლე რჩევა: არ დააყენოთ 10-15 მეტი პლაგინი! შეარჩიეთ მხოლოდ აუცილებლად საჭირო და რაც მთავარია შემოწმებული ვარიანტები, რათა არ “დაანაგვიანოთ” თქვენი საიტი ზედმეტი & დამამძიმებელი კოდით.

Close Menu