WordPress-ის უფასო თემების მიმოხილვა #2-2019

WordPress-ის უფასო თემების მიმოხილვა #2-2019

დღევანდელი მიმოხილვისათვის ჩვენ შევარჩიეთ თემები: “Cactus”, “Content” და “Catch Vogue”. ყველა თემა თავსებადია ვორდპრესის ახალ რედაქტორთან “გუტენბერგ”.

Cactus – თანამედროვე და ელეგანტური თემაა. მისი მეშვეობით შესაძლებელია როგორც ერთ-გვერდიანი ვერსიის შექმნა, ასევე მრავალგვერდიანი და ფუნქციონალური საიტის. თემას მთავარ გვერდზე გააჩნია წინასწარ გათვლილი 10-ზე მეტი სექცია, რომლებსაც თქვენ თქვენი დანიშნულებისამებრ გამოიყენებთ. Cactusis-ის გამოყენებით იქმნება კორპორატიული, დიზაინ-კომპანიის, რესტორნის, ჟურნალის, ელექტრონული კომერციის და სხვა დანიშნულების საიტები. აქვს ქუდის ასახვის რამოდენიმე ვარიანტი. იგი კარგად მუშაობს ისეთ ჩადგმებთან, როგორიცაა Elementor Page Builder, WooCommerce, Polylang.

თემის გვერდი WP ოფიციალურ საიტზე | საიტის შეკვეთა ამ თემის გამოყენებით

Content– მრავალფუნქციური თემა გახლავთ. კარგი არჩევანია სააგენტოებისთვის, ბლოგისთვის, ბიზნეს კომპანიების, კორპორატიული პორტალებისა და პორტფოლიოსთვის. თემის მომართვა მარტივია და ინტუიტიურად გასაგები. მისი ოპციები საშუალებას გაძლევთ იდეალურად გამართოდ საიტი თქვენი მოთხოვნილებების შესაბამისად. შიგთავსის გამოქვეყნება შესაძლებელია ლამაზი ბადისებრი ბლოკებით.

თემის გვერდი WP ოფიციალურ საიტზე | საიტის შეკვეთა ამ თემის გამოყენებით

Catch Vogue – ლამაზი, კრეატიული და მრავალფუნქციონალური თემა მოდური თემატიკის ბლოგებისათვის. მასში ინტეგრირებულია ბევრი დამატებითი ფუნქცია, როგორიცაა: რეკომენდირებული კონტენტი; პორტფოლიო; გამოხმაურებები; სლაიდერი და სხვა.

თემის გვერდი WP ოფიციალურ საიტზე | საიტის შეკვეთა ამ თემის გამოყენებით

გაუზიარე მეგობრებს

თქვენი გამოხმაურება

Close Menu