WordPress-ის უფასო თემების მიმოხილვა #1-2019

WordPress-ის უფასო თემების მიმოხილვა #1-2019

დღევანდელი მიმოხილვისათვის ჩვენ შევარჩიეთ უფასო თემები, რომლებიც უკვე თავსებადია ვორდპრესის ახალ, რევოლუციურ რედაქტორთან “გუტენბერგ”.

Futurio – სხვადასხვა დანიშნულების, მსუბუქი და სწრაფი თემა ვუკომერსის მხარდაჭერით. შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც ბიზნეს საიტისთვის, აგრეთვე კრეატივ-სტუდიების, ფოტო-პროტფოლიოსთვის, ლენდინგისა და ბლოგისთვის. ეს თემა შესანიშნავად მუშაობს სხვადასხვა კონსტრუქტორებთან, როგორებიცაა Elementor Page Builder, Beaver Builder, King Composer, Brizy, Visual Composer, SiteOrigin, Divi და Gutenberg. თავსებადია უმრავლესობა ფასიან და უფასო ჩადგმებთან, მაგალითად, WooCommerce, Jetpack, Contact Form 7, Yoast SEO და სხვა. მისი დიზაინი სრულად ადაპტირებულია, მეგობრულია საძიებო სისტემების ოპტიმიზაციასთან (SEO) და სხვადასხვა ენობრივ შემცველობასთან. აგრეთვე აქვს მხარდაჭერა მარჯვნიდან მარცხნივ დამწერლობასთან (RTL).

თემის გვერდი WP ოფიციალურ საიტზე | საიტის შეკვეთა ამ თემის გამოყენებით

Pixova – თემა თანამედროვე დიზაინით, სადა მოყვანილობითა და ნებისმიერი სახის შიგთავსის გამოქვეყნებით – სწორედ ეს არის ბიზნეს-კომპანიის საიტი. Pixova არის ერთ-გვერდიანი parallax თემა უმაღლესი ფუნქციონალით. საწყის სექციაში სურვილისამებრ თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ საქმიანობის ამსახველი გამოსახულებები და შექმნათ სლაიდერი. თემა ანიმირებულია (შესაძლებელია გამორთვა) და აქვს ჩატვირთვის ინდიკატორი (preloader) (ასევე ექვენდებარება გამორთვას). თემი ჩატვირთვის სიჩქარე სრულად ოპტიმიზირებულია.

თემის გვერდი WP ოფიციალურ საიტზე | საიტის შეკვეთა ამ თემის გამოყენებით

Absolutte – დახვეწილი ერთ-გვერდიანი უფასო WordPress თემა მცირე ბიზნესისთვის. აქვს Gutenberg-ის სრული მხარდაჭერა ბლოკების ადვილად მორგებისთვის. აგრეთვე გააჩნია Quema Labs Blocks მოდულის მხარდაჭერა, რომელიც ამ თემას უფრო დახვეწილს ხდის.

თემის გვერდი WP ოფიციალურ საიტზე | საიტის შეკვეთა ამ თემის გამოყენებით

თუ თქვენ ახალბედა პროექტის ავტორი ბრძანდებით და გჭირდებათ ვორდპრესის შინაარშის მმართვის სისტემაზე საიტის შექმნა მოწონებული უფასო თემის გამოყენებით ჩვენი გუნდი მზად არის გაგიწიოთ პროფესიონალური მომსახურება პროექტის სრული ოფტიმიზაციისა და გამართვის სახით!

Webix Solutions Studio
გაუზიარე მეგობრებს

თქვენი გამოხმაურება