WordPress-ის შესახებ გავრცელებული მითები

WordPress-ის შესახებ გავრცელებული მითები

 

თუ თქვენ WordPress-ის გამოყენების საქმეში დამწყები ბრძანდებით, ალბათ უკვე გსმენიათ არაერთი განსხვავებული აზრი მის შესახებ. ზოგი სიმართლეს შეესაბამება, ზოგი კი უცნაურად მოგეჩვენებათ … ჩვენ მოვამზადეთ “უცნაურობათა” მოკლე მიმოხილვა, უფრო სწორად ეს გახლავთ ჩამონათვალი იმისა, რასაც WordPress-ის [su_tooltip style=”light” position=”north” size=”3″ content=”შემუშავებლების”]დეველოპერებისა[/su_tooltip] და გამოცდილი მომხმარებლების თანამეგორბობა უწოდებს “WordPress – მითებს” .

[su_note note_color=”#e2e2e2″ text_color=”#110101″]ხსენებული მითები აზვიადებენ WordPress-ის ნაკლოვანებებსა და პრობლემებს, რომლებიც თურმე არსებობს WordPress-ში და ამახინჯებენ სიმართლეს მისი მუშაობის შესახებ.[/su_note]

მითი №1 – თურმე ჩადგმების დამატება ანელებს საიტის მუშაობას

სინამდვილეში, WordPress-ის ძრავზე არსებული საიტის მუშაობის სიჩქარე დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე! WordPress-ის ერთ-ერთი თანაავტორის მაიკლ ლითელის აზრით ზოგიერთი ჩადგმა ნელია, ზოგი სწრაფი, ხოლო ბევრი მათგანი საერთოდ არ ახდენს გავლენას
ძრავის წარმადობაზე. აქვე უნდა ითქვას, რომ არსებობენ ჩადგმები, რომლებიც პირიქით აჩქარებენ საიტის მუშაობას!

მითი №2 – არააქტიური ჩადგმები სიატს “ამუხრუჭებენ”

არააქტიური პლაგინები საერთოდ არ ახდენენ გავლენას საიტის მუშაობის სისწრაფეზე! ერთადერთი რაც უნდა გვახსოვდეს – აუცილებელია მუდმივად მათი ბოლო ვერსიამდე განახლება! ჩადგმების “ვადაგადაცილებული” ვერსიები საფრთხეს უქმნიან საიტის მოწყვლადობასა და უსაფრთხოებას.

მითი №3 – არააქტიური თემები სიატს “ამუხრუჭებენ”

გამოუყენებელი თემები, ისევე როგორც ჩადგმები არანაირად არ ახდენენ გავლენას საიტის მუშაობის სისწრაფეზე! უბრალად ამ შემთხვევაშიც აუცილებელია მათი განახლება.

მითი №4 – სტატიების რევიზიების დიდი რაოდენობა ანელებს საიტის მუშაობას

არ შეესაბამება სინამდვილეს! აქვე მოგახსებეთ მაიკლ ლითელის აზრს:

WordPress-სი არის საკმაოდ “ჭკვიანი ძრავი”, რომელიც იგნორირებას უკეთებს რევიზიების ვერსიების ცვლილებებს, ხოლო MySQL ისეა შექმნილი, რათა საიტის ვერსიების რაოდენობა არანაირად არ ომოქმედოს მოთხოვნილებების დამუშავების სიჩქარეზე.

ერთადერთი პრობლემა: საიტის ვერსიები დამატებით ადგილს იკავებენ მონაცემთა ბაზაში და ამით ზრდიან მის მოცულობას.

მითი №5 – თუ ჩვენ არ გავწმინდავთ “სანაგვეს” და არ წავშლით გამოუქვეყნებელ ჩანაწერებს საიტის მუშაობა შენელდება

მანიპულაციები “ნაგვის კალათასთან” და “სანაგვეში” დიდი რაოდენობით ჩანაწერების დაგროვება არ ახდენს გავლენას საიტის სისწრაფეზე და უბრალოდ გვიზრდიან სერვერის დისკზე გამოყენებულ სივრცეს.

მითი №6 – WordPress-ის სისტემა მხოლოდ ბლოგებისათვის არის გათვლილი

რა თქმა უნდა WordPress-ი პირველ ყოვლისა იდეალურია ბლოგების წარმართვის მიზნით, მაგრამ დღევანდელი WordPress-ი საიტის მმართვის სრულფასოვანი სისტემა გახლავთ, რომელსაც ძალუძს თითქმის ყველანაირი ვებ-პროექტის შექმნა.

მითი №7 – WordPress-ი გამოდგება მხოლოდ სამოყვარულო საიტებისათვის და არა პროფესიონალური პროექტებისათვის

მრავალი მსხვილი პროფესიონალური კომპანია და სამთავრებო სტრუქტურა წარმატებით იყენებს WordPress თავისი ოფიციალური საიტებისათვის, მაგალითად: კონცერნი Ford, გამოცემა Wall Street Journal, აშშ-ს ჯანდაცვის დეპარტამენტი და მრავალი სხვა.

მითი №8 – WordPress-ის საიტების ხარისხი დაბალია

ნაწილობრი შეესაბამება სიმართლეს, ინტერნეტში არსებობს არაერთი დაბალხარისხიანი საიტი რომელიც WordPress-ის საფუძველზე მუშაობს. ამის მიზეზად დავასახელებთ მათი “შემქმნელების” არაკომპეტენტურობას და/ან დილეტანტურ მიდგომას. ნებისმიერ სისტემაში შექმნილი საიტი ეფექტურია და ლამაზი მხოლოდ მაშინ, როდესაც მას ქმნიან სპეციალისტები!

[su_note note_color=”#e2e2e2″ text_color=”#110101″]ნუ აკეთებთ ეკონომიას საიტის დაპროექტება-შექმნაზე თუ გინდათ მიიღოთ გააზრებული და მომგებიანი საიტი – დაიქირავეთ სპეციალისტი! ქსელში თქვენ იხილავთ არაერთ ხარისხიან პროექტს კარგი დიზაინითა და ფუნქციონალით, ბევრ ასეთ ნამუშევას თქვენ იხილავთ ჩვენი საიტის რუბრიკაში “თემები“.[/su_note]

მითი №9 – WordPress-ი ქსელური უსაფრთხოების თვალსაზრისით არ არის საიმედო

WordPress-ი ისევე როგორც საიტის ნებისმიერი “ძრავი” შეიძლება იყოს უსაფრთხო. ისტორია გვიჩვენებს, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში WordPress არ გააჩნია რაიმე გლობალური პრობლემები უსაფრთხოების სფეროში.

[su_note note_color=”#e2e2e2″ text_color=”#110101″]WordPress-ის განვითარებაზე, მათ შორის მოწყვლადობებისა და უსაფრთხოების ასპექტებძე მუშაობენ სხვადასხვა ქვეყნის ათი ათასობით გამოცდილი სპეციალისტი!  WordPress-ის განახლებები ხორციელდება ძალიან ინტენსიურად, რაც რა თქმა უნდა ხელს უწყობს სისტემის საიმედობის გაძლიერებას![/su_note]

უნდა გვახსოვდეს რომ საიტის უსაფრთხოება არის დამოკიდებული მისი სწორი მომართვის, გამოყენებული თემებისა და ჩადგმების ხარისხზე! შეგახსენებთ: არასანდო წყაროებიდან თემებისა და ჩადგმების გადმოწერისას უმეტეს შემთხვევაში “ბონუსის” სახით მიიღებთ ვირუსებს და/ან “ჯაშუშურ” მოდულებს!

თუ თქვენ გაგონილი გაქვთ WordPress-თან დაკავშირებული სხვა მითები გაგვიმხილეთ გეთაყვა კომენტარებში.

გაუზიარე მეგობრებს

თქვენი გამოხმაურება

Close Menu