WordPess თუ Joomla

WordPess თუ Joomla

საიტის მართვის სისტემის არჩევას, დიდი მნიშვნელობა ენიჭება თქვენი მომავალი პროექტისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ქსელში უამრავი მართვის სისტემა მოიძიება, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება მაინც რამოდენიმე მათგანზეა მიპყრობილი. ამ სტატიაში ჩვენ შევეცდებით მოვახდინოთ შედარება ორ ყველაზე პოპულარულ CMS-ს შორის. მაშ, შეუდგეთ.

სიმარტივე და მეგობრული ინტერფეისი

უმეტეს წილად, ადამიანები, რომლებიც ქმნიან საიტს საკუთარი მოხმარების მიზნით, უბრალო მომხმარებლები გახლავთ. მართვის სისტემის მოხმარების სიმარტივე ამ შემთვევაში ძალიან მნიშვნელოვანია.

WordPress

ცნობილია როგორც სისტემა, რომლის ინსტალაცია 5 წუთში ხდება. აგრეთვე, ჰოსტინგ-პროვაიდერი კომპანიები თავაზობენ მის ინსტალაციას 1 ნაბიჯად. დამეთანხმებით ალბათ, რომ ეს დიდი პლუსია ახალბედა მომხმარებლისთვის.

WordPress თუ Joomla

სისტემის ინსტალაციის შემდეგ, მომხმარებელი ხედავს თავისთვის გასაგებ ადმინისტრაციული პანელის ინტერფეისს, რომელიც გაცილებით მარტივი და გასაგებია, ვიდრე Joomla-ს პანელი.

Joomla

ამ სისტემის ინსტალაცია ესე მარტივად არ ხდება, როგორც WordPress, მაგრამ რამოდენიმე ეტაპით ემსგავსება მას. ჰოსტინგ-პროვავაიდერების დიდი ნაწილი აგრეთვე თავაზობს თავის მომხმარებლებს ინსტალაციას 1 “წკაპით”.

WordPess თუ Joomla

ინსტალაციის შემდეგ მომხმარებლის წინაშე არც თუ ისე მარტივი პანელი ჩნდება. ზედმეტად გადატვირთული ნავიგაციის პანელი ართულებს ახალბედა საიტის მშენებლის შრომას, რამაც შეიძლება დააფრთხოს პოტენციური მომხმარებელი.

თემები და ჩადგმები

აქ უდავო ლიდერათ WordPress-ი გვევლინება. ამ სისტემის რეპოზიტორიუმში დაახლოვებით 100 000 უფასო თემა და ჩადგმა შეგიძლიათ გამოიყენოთ. აგრეთვე მრავლადაა გავრცელებული ე.წ. თემების და ჩადგმების მარკეტები, სადაც თქვენ შეძლებთ სასურველი თემის თუ ჩადგმის ყიდვას.

თავის მხრივ, Joomla-ს მოყვება რამოდენიმე თემა და გაფართოვება (ჩადგმა), რომლის მეშვეობითაც თქვენ შეგიძლიათ მეტ-ნაკლებათ უპრობლემოდ შექმნათ თქვენთვის სასურველი შემცველობის საიტი. რაც შეეხება გარეშე თემებს და გაფართოვებებს, აქ არჩევანი გაცილებით მწირია, ვიდრე გააჩნია WordPress.

არივე სისტემას გააჩნია ფუნქცია, რომლის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია თემის თუ ჩადგმის ინსტალაცია უშუალოდ ადმინისტრატორის პანელიდან, მაგრამ Joomla-ს მომხმარებლებს მაინც მოუწევთ თემების ძებნა გარეშე მეთოდებით მათი მცირე რაოდენობის გამო.

ტექნიკური დახმარება

აქაც ლიდერობს WordPress-ი. ამ სისტემას ყველაზე მრავალრიცხოვანი და მძლავრი თანამეგობრობა გააჩნია მსოფლიოში. არ არსებობს საკითხი სისტემის შესახებ, რომელსაც ვერ მოიძიებთ ოფიციალური დახმარების ფორუმზე. თუ ესეთი ვერ მოინახა, თავისუფლად შეგიძლიათ დასვათ კითხვა და მერწმუნეთ, უყურადღებოდ არ დარჩებით.

რაც შეეხება Joomla-ს, მათაც კარგად ორგანიზებული და მძლავრი თანამეგობრობა ყავს. ოფიციალურ საიტზე მოიძიებთ კარგად დაკომპლექყებულ დოკუმენტაციას, შეძლებთ კითხვის დასმას მხარდაჭერის ფორუმზე და ა.შ.

მრავალენიანობა

WordPress

ეს სისტემა 60-მდე ენაზეა ნათარგმნი. შესაძლებელია საიტის ენის შეცვლა ადმინ-პანელიდან. მაგრამ, თუ თქვენ გსურთ შექმნათ საიტი ორი ან მეტი ენის შემცველობით, მაშინ გარეშე ჩადგმა უნდა გამოიყენოთ, რაც, ნამდვილად პრობლემას არ წარმოადგენს.

WordPress თუ Joomla

აგრეთვე, პოპულარული თემები და ჩადგმები, ნათარგმნია ბევრ ენაზე. თუ თქვენს სასურველ ენაზე არ არის ნათარგმნი ესა თუ ის თემა ან ჩადგმა, თავისუფლად შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ მისი თარგმნის განვითარებაში WordPress-ის ოფიცალურ საიტზე.

Joomla

კონკურენტისგან განსხვავებით, ამ სისტემას გააჩნია ძალზედ სასარგებლო ფუნქცია, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ მომხმარებელს შეუძლია შექმნას მრავალენოვალი საიტი პირდაპირ ადმინ-პანელიდან, გარეშე ჩადგმების გამოყენების გარეშე.

WordPress თუ Joomla

შესაძლებელია აგრეთვე ადმინისტრატორის ინტერფეისის ენის შეცვლა-დამატებაც.

უსაფრთხოება

საიტის უსაფრთხოება განსაკუთრებულ როლს თამაშობს თქვენი მომავალი პროექტის არსებობაში.

WordPress

რადგანაც ეს სისტემა ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში, ხშირ შემთხვევაში ხდება ჰაკერების სამიზნე. მიუხედავათ ამისა, სისტემა შექმნილია უსფრთხო კოდით,  რომელიც მყისიერ რეაგირებს დაუცველ სექტორებზე. მას გააჩნია ბირთვის ავტომატური განახლების, სარეზერვო კოპირების, ორ ტაქტიანი ავტორიზაციის ფუნქციები.

Joomla

აქ მსგავსება WordPress-თან აშკარაა. სისტემა უმალ რეაგირებს სხვადასხვა სახის არასასურველ პროცესებზე. ამასთან ერთად, სისტემის განახლების პროცესი აშკარად მოიკოჭლებს, მაგრამ სხვადასხვა სახის გარეშე გაფართოვებების გამოყენებით, შესაძლებელია ამ ნაკლის აღმოფხვრა.

დაბოლოს

აქ გთავაზობთ ცნობილი ჰოსტინგ-პროვაიდერის და დომენური სახელების რეგისტრანტ კომპანიის, ITX Design-ის კვლევის შედეგებს, რომელიც გამოქვეყნდა მათ ოფიციალურ საიტზე ამა წლის აპრილის თვეში.

WordPess თუ Joomla

ამით დავასრულოთ. ვიმედოვნებ, სტატია წაგადგებათ სიტის მართვის სისტემის არჩევაში. ველით თქვენს გამოხმაურებას.

გაუზიარე მეგობრებს

თქვენი გამოხმაურება

Close Menu