როგორ შევქმნათ “შვილობილი” გვერდი WordPress-ში

როგორ შევქმნათ “შვილობილი” გვერდი WordPress-ში

WordPress-ში გვერდები შეიძლება იყოს ავტონომიური და იერარქიული, ანუ, გვერდი შეიძლება შეიცავდეს ქვე-გვერდებს, რომლებსაც პირობითად “შვილობილი” გვერდები ეწოდება. ამ სტატიაში ჩვენ გაჩვენებთ, თუ როგორ შეიძლება მარტივად შეიქმნას “შვილობილი” გვერდი.

რა არის “შვილობილი” გვერდი WordPress-ში

WordPress-ში ორი ტიპის კონტენტი არსებობს: გვერდები და ჩანაწერები. ჩანაწერები ბლოგის ნაწილია და წარმოდგენილია საპირისპირო ქრონოლოგიური თანმიმდევრობით (პირველი ახალი მასალა). ისინი, როგორც წესი, ორგანიზებული არიან კატეგორიებისა და თეგების მიხედვით.

გვერდები ერთჯერადი გამოყენების ან ოფლაინ კონტენტია, რომელიც ბლოგის ნაწილს არ წარმოადგენს. მაგალითად, გვერდი “ჩვენს შესახებ” ან გვერდი “კონტაქტი”. ისინი შეიძლება იერარქიული იყოს. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ მათი დახარისხება როგორც “მშობელი” და “შვილობილი” გვერდები.

როგორც წესი, ბიზნეს საიტებზე საიტის სტრუქტურის შესაქმნელად იყენებენ გვერდებს. ამდენად, მათ შეუძლიათ შექმნან საიტი ბლოგის გარეშე. მათ, ვისაც სურს დაამატოს ბლოგი მარკეტინგული სტრატეგიის თვალსაზრისით, უბრალოდ ქმნიან გვერდს ბლოგისთვის.

მაგრამ, შეიძლება მოხდეს ისე, რომ თქვენ დაგიგროვდათ ძალიან ბევრი გვერდი. აი აქ უკვე გამოგადგებათ “შვილობილი” გვერდები. თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ უფრო მნიშვნელოვანი გვერდი როგორც “მშობელი” და შემდეგ მიაბათ მას “შვილობილი” გვერდები. მაგალითდ, გვერდ “ჩვენს შესახებ”, რომელიც მითითებულია როგორც “მშობელი”, მიაბათ “შვილობილი” გვერდების სახით “ისტორია”, “სტრატეგია”, “გუნდი” და ა.შ.

აგრეთვე, ნებისმიერ “შვილობილ” გვერდს თავის მხრივ შეიძლება გააჩნდეს თავისი “შვილობილი” გვერდები. ამით თქვენ ქმნით საიტის მართებულ და გამართულ სტრუქტურას.

როგორ შევქმნათ “შვილობილი” გვერდი

შექმენით ახალი გვერდი “გვერდები -> ახლის დამატება” (Pages -> Add New) და პირობითად დაარქვით Parent Page. შემდეგ ისევ შექმენით ახალი გვერდი სახელად Sub-Page. მარჯვნივ, ბლოკში “გვერდის ატრიბუტები” (Page Attributes) გრაფაში მშობელი (Parent) მიუთითეთ თქვენი ახალად შექმნილი Parent Page.

როგორც ხედავთ, ეს ოპერაცია არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს. როგორც ზევით ავღნიშნე, თქვენ შეუზღუდავი რაოდენობით შეგიძლიათ შექმნათ “შვილობილი” გვერდები.

იმისათვის, რომ ნახოთ თქვენი გვერდების სტრუქტურა და იერარქია, გადადით “გვერდები -> ყველა გვერდი” (Pages -> All Pages).

ვიმედოვნებთ, სტატია სასრგებლო გამოდგა და სამომავლოდ გამოგადგებათ. გამოგვეხმაურეთ, გამოხატეთ თქვენი სურვილები და მოსაზრებები.

მომავალ შეხვედრამდე.

გაუზიარე მეგობრებს

თქვენი გამოხმაურება

Close Menu