როგორ შევქმნათ გამოსახულებები თქვენი WordPress ბლოგისთვის დიზაინის უნარების გარეშე

როგორ შევქმნათ გამოსახულებები თქვენი WordPress ბლოგისთვის დიზაინის უნარების გარეშე

ხშირია შემთხვევა როდესაც დამწყები ბლოგერი და/ან საიტის მოდერატორი რომელსაც არ გაააჩნია პროფესიანალური გრაფიკული რედაქტორის ლიცენზიის შეძენის საშუალება, ეძებს ხელმისაწვდომ გამოსავალს, რათა მოამზადოს ილუსტრაციები საკუთარი WordPress-საიტისათვის. დღევანდელ პუბლიკაციაში განვიხილავთ რამოდენიმე რედაქტორს, რომელთა გამოყენებით მარტივად შესაძლებელია საიტისათვის გამოსახულებების დამუშავება და დიზაინის შექმნა. მაშ ასე, განვიხილოთ internet-ის ქსელში არსებული ალტერნატიული ვარიანტები …

Canva

Canva

Canva — ჩვენს ცხრილში ალბათ ყველაზე საუკეთესო ვარიანტი გახლავთ ვინაიდან მას გააჩნია დიზაინების მრავალი ვარიანტი და მევრი მათგანი უფასოა. თუ თქვენ ვერ მოიძიეთ სასურველი გადაწყვეტილება უფასო განყოფილებაში ამ ინსტრუმენტს გააჩნია ათასობით დამატებითი კომპონენტი, ხოლო ერთეულის გამოყენების ფასი შეადგენს მხოლოდ $ 1.

სასტარტო პროცესი Canva-ს ყველაზე საინტერესო ნაწილია. თქვენ უბრალოდ ირჩევთ, თუ როგორი ტიპის გამოსახულების შექმნას აპირებთ – მაგალითად პოსტი Facebook-ში, ბლოგში და ა.შ., Canva ავტომატურ რეჟიმში ახდენს სწორი ზომის გენერაციას და ამასობაში გვთავაზობს დამატებით რეკომენდაციებს.

GIMP

GIMP

GIMP — გახლავთ მსოფლიოდ ცნობილი რედაქტორის – Photoshop ლოკალური ალტერნატივა ღია კოდით. GIMP-ი არ არის მარტივი ინსტრუმენტი (ისევე როგორც Photoshop-ი), მაგრამ არის უფასო პროდუქტი. რედაქტორის შესწავლის პროცესი არ გაგიჭირდებათ, ვინაიდან ინტერნეტში ხელმისაწვდომია ბევრი ვიდეო და ელექტრონული სახელმძღვანელო.

ათვისების თვალსაზრისით GIMP ძალიან წააგავს WordPress და შესაბამისად მისი შესწავლის პროცესი ძალიან დაგეხმარებათ მოდერატორის ყოველდღიურ საქმიანობაში.

PicMonkey

PicMonkey

PicMonkey უფასო ვერსიას შეუძლია რამოდენიმე სურათის გაერთიანება და მათი ვიზუალიზაციის გაუმჯობესება. ეს ინსტრუმენტი საუკეთესოდ გამოგადგებათ კოლაჟების შექმნის პროცესში, თუმცა მაში გამოსახულების კორექციაც და ტექსტის დამატებას არის შესაძლებელი.

საკმარისია გაიაროთ სამუშაო პროცესის 4 ნაბიჯი და ცოტა ხანში მოამზადებთ 2-3 ილუსტრაციას. Canva-ს მსგავსად ამ რედაქტორსაც გააჩნია სასურველი ფორმატისა და ზომის გამოსახულების სახეობის არჩევის რეჟიმი, მაგალითად Facebook-ის გარეკანი და ა.შ.

Pixelmator

PicMonkey

Pixelmator-ი მუშაობს მხოლოდ Mac თავსებად კომპიუტერებზე, იყენებს Photoshop-ის რთულ ფორმატს და გვთავაზობს მარტივი ინსტრუმენტების ასორტიმენტს. Pixelmator გამოყენება შეიძლება პლანშტზეც და მობილურ ტელეფონზეც. გააჩნია წინასწარ მომზადებული ათეულობით შაბლონები, რაც ახალბედა დიზაინერს ძალიან გაუადვილებს მუშაობას.

PixPixlr Editor

PixPixlr Editor

ჩვენი რეკომენდაციაა Pixlr Editor, ვინაიდან ეს უფასო ონლაინ-ინსტრუმენტი მუშაობს Photoshop-ის მსგავსად. Pixlr-ს დამატებით გააჩნია კიდევ 2 პროდუქტი: Pixlr-o-matic და Pixlr Express.

თუ თქვენ გჭირდებათ მძლავრი ფუნქციონალი აირჩიეთ Pixlr Editor, თუმცა მის შესასწავლად დაგჭირდებათ გარკვეული დრო. თუ თქვენ უბრალოდ გჭირდებათ სურათების ატვირთვა და ელემენტარული, მარტივი რედაქტირება გამოიყენეთ Pixlr-o-matic ან Pixlr Express.

გაუზიარე მეგობრებს

თქვენი გამოხმაურება

Close Menu