როგორ მოვახდინოთ Google Docs-ში მომზადებული პოსტის იმპორტი WordPress-ში

როგორ მოვახდინოთ Google Docs-ში მომზადებული პოსტის იმპორტი WordPress-ში

 

ჩვენს ქვეყანაში, როგორც წესი მომხმარებელთა უმრავლესობა დოკუმენტებს ან მასალებს პოსტისათვის ამზადებს ტექსტურ რედაქტორში Microsof Office Word. აგრეთვე WordPress-ის მომხმარებელები ხშირად პუბლიკაციის შინაარს კრიფავენ უშუალოდ WordPress-ის ტექსტურ რედაქტორში.

თუ თქვენ ამზადებთ პოსტის შინაარს WordPress-ის ტექსტურ რედაქტორში უბრალოდ ირთულებთ საქმეს. უმჯობესია ამ მიზნისათვის გამოიყენოთ მოხერხებული, და რაც მთავარია უფასო სერვისი “Google Docs” და ისიამოვნოთ მისი მდიდარი ფუნქციონალით!

[su_service title=”გახსოვდეთ!” icon=”icon: desktop” icon_color=”#090909″]იმისათვის რათა ისარგებლოთ Google Docs-ის მძლავრი შესაძლებლობებით აუცილებელია იქონიოთ Google-ის სააღრიცვო ჩანაწერი, ანუ გახსენით gmail.com -ზე საფოსტო ყუთი და გახდით Google-ის მომხმარებელი![/su_service]

დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ზუსტად ამ საკითხის შესახებ & გავიგებთ თუ როგორ შეიძლება Google Docs-ში შექმნილი პუბლიკაციის უპრობლემოდ გადატანა WordPress-ში!

[su_note note_color=”#e2e2e2″ text_color=”#110101″]აქვე გვინდა მოგახსენოთ, რომ Google Docs გვაძლევს საშუალებას არა მხოლოდ ვიმუშაოთ ყველანაირი სახის დოკუმენტებთან: ტექსტური ფაილები, ელექტრონული თაბულები, პრეზენტაციები, არამედ შევქმნათ & გამოვიყენოთ დოკუმენტები მაშინაც კი, როდესაც გვიწევს მუშაობა სხვა კომპიუტერის მეშვეობით![/su_note]

რითი Google Docs სჯობია WordPress Editor-ს

ჩვენის აზრით Google Docs-ის საშუალებები ბევრად აღემატება WordPress Editor-ს ყველაფერში, პუბლიკაციის მოხერხებულობის გარდა. რა თქმა უნდა შეგვიძლია ბევრი სიტყვის დაწერა Google Docs-ის მრავალფეროვანი შესაძლებლობების შესახებ … მაგრამ თავს არ მოგაწყენთ – უბრალოდ გამოვყობთ ძირითად უპირატესობებს.

ნაკლებია დაწერილი ტექსტის დაკარგვის ალბათობა

რა თქმა უნდა WordPress-ის რედაქტორს გააჩნია ავტო-შენახვის ფუნქცია, მაგრამ ის “ახლოს ვერ მივა” Google Docs-ის შესაძლებლობებთან. Google Docs-ის გამოყენებისას ბრაუზერის შემთხვევითი დახურვის და/ან ინტერნეტ დაკავშირების დაკარგვის შემთხვევაშიც კი თქვენს მიერ აკრეფილი ტექსტი მაინც დარჩება შენახული!

WordPress-ის რედაქტორში ავტოშენახვა არის 60-წამიერი და ხშირია შემთხვევა, როდესაც ინტერნეტ-დაკავშირების ვარდნის და/ან შეწყვეტის დროს ეს ფუნქცია არ მუშაობს.

თანაავტორების მუშაობის დროს ეფექტური რედაქტირება და კორექტურა, კომენტარების დამატების სიმარტივე

ხშირია შემთხვევა, როდესაც თქვენ რაიმე მასალას ამზადებთ პარტნიორთან და/ან თანაავტორთან ერთად. ამ შემთხვევაში Google Docs-ი გვეხმარება რედაქტირების, სტილისტიკისა და გრამატიკული კორექტურის განხორციელებაში, რამოდენიმე ავტორის შენიშვნებისა და კომენტარების სისტემის არსებობით და დისკუსიის განხორციელების საშუალებით. მექანიზმი მარტივია – მასალის დაწერის შემდგომ უგზავნით ბმულს მოცემულ დოკუმენტზე თქვენს პარტნიორებს და ერთობლივად ახორციელებთ რედაქტირებას.

“ზედმეტი ტეგები <span>” და კოდი გამოიყურება შემდეგნაირად

Google Docs-ს ერთადერთი მოუხერხებელი მომენტი

ჩანაწერის დაწერისა და მისი საბოლოო რედაქტირების შემდგომ საჭიროა მისი გადატანა WordPress-ში. პირველი შეხედულებით მოუხერხებელი პროცესია, მაგრამ არსებობს მისი გამარტივების რამოდენიმე ხერხი!

როგორ განვახორციელოდ ჩანაწერის ხელით იმპორტი Google Docs-დან

ჩვენს მიერ კარგად გამოცდილი მეთოდი შემდეგნაირია:

ნაბიჯი 1. გამოიყენეთ Google Docs-ში სასურველი დაფორმატება

Google Docs გააჩნია მოხერხებული, გასაშლელი სელექტორი, რომლის საშუალებითაც ვამატებთ დოკუმენტის სათაურების ტეგებს H2 и H3 (და ასე შემდეგ). ეს ტეგები შენარჩუნებული იქნება დოკუმენტის WordPress-ში გადატანის დროს. რა თქმა უნდა WordPress-ის რედაქტორსაც გააჩნია მსგავსი ფუნქცია, მაგრამ Google Docs-ში ის ბევრად უფრო მოხერხებულია.

Google Docs გააჩნია მოხერხებული, გასაშლელი სელექტორი

რა თქმა უნდა მსგავსად ჩვენ შეგვიძლია ტექსტის ყველანაირი დაფორმატება: დახრილი, დამუქებული, ბმულების ჩასმა და ჩამონათვალების ჩამოყალიბება.

ნაბიჯი 2. გაწმინდეთ დოკუმენტის HTML კოდი

Google Docs-ში შექმნილი დოკუმენტის ტექსტის WordPress-ში უბრალო დაკოპირება-ჩასმის გადმოტანა არ არის სასურველი, ვინაიდა დოკუმენტის კოდში ჩნდება “ზედმეტი ტეგები <span>” და კოდი გამოიყურება შემდეგნაირად:

gd-vs-wpe3

იმისათვის, რათა გავასუფთავოთ კოდი ყოველგვარი ზედმეტი ელემენტებისაგან შეგვიძლია გამოვიყენოთ ონლაინ-სერვისი HTML Cleaner. პროცესი ძალიან მარტივია დაკოპირება-ჩასმით მოვათავსოთ მომზადებული ტექსტი მარცხენა ფანჯარაში და დავაწკაპუნოდ ღილაქს Clean HTML, რის შემდეგაც მივიღებთ “სუფთა კოდს” მარჯვენა ფანჯარაში:

ონლაინ-სერვისი HTML Cleaner

ნაბიჯი 3. დაკოპირებული კოდის ჩასმა WordPress-ის რედაქტორში რეჯიმში “ტექსტი”

ამჟამად ჩვენ გვაქვს “სუფთა კოდი”, რომელსაც მარტივად ჩავსვავთ WordPress-ის რედაქტოში – ჩანართი “ტექსტი”:

ამჟამად ჩვენ გვაქვს “სუფთა კოდი”

ახლა გადაერთეთ ჩანართში Visual და დარწმუნდით, რომ ყველაფერი იდეალურად გამოიყურებ.

ნაბიჯი 4. დაამატეთ ფოტო გამოსახულება

ახლა მოვიდა სურათების ჩასმის და ჩანაერის გამოქვეყნების დროც. სურათების ზომების შესაცვლელად დაგეხმარებათ სერვისი Batch Image Resizing Made Easy, მას აგრეთვე გააჩნია სურათების ჯგუფური დამუშავების საშუალებაც, ხოლო სურათების ზომების ოფტიმიზაციისათვის სურვილისამებრ გამოიყენეთ სერვისი Kraken.

თუ თქვენ იცით და იყენებთ Google Docs-დან WordPress-ში იმპორტის სხვა საშუალებებს მოგვიყევით ამის შესახებ კომენტარებში!

გაუზიარე მეგობრებს

თქვენი გამოხმაურება