რითი დავიწყოთ საკუთარი საიტის ან ბლოგის შექმნა? როგორ შევქმნათ საიტი WordPress-ზე? რა ხარჯები მოჰყვება ამ პროცესს?

თუ თქვენ დასვით ეს კითხვები და მობრძანდით პროექტში “WP Coache” – დანიშნულების მისამართზე იმყოფებით. ჩვენი ბლოგის გვერდებზე თქვენ მიიღებთ ამომწურავ და ამავდროულად მარტივ და გასაგებ პასუხებს ყველა ზემოაღნიშნულ კითხვაზე!

რა ღირს უფასო საიტი?

ალბათ უცნაურად მოგეჩვენებათ ამგვარად დასმული კითხვა … ცნობილია, რომ WordPress-ის სისტემა უფასოა და მისი გამოყენებით შექმნილი საიტიც შესაბამისად არ უნდა იწვევდებს ხარჯებს? … ნაწილობრივ ნამდვილად ეგრეა, მაგრამ იმისათვის რომ შექმნილი საიტი “დავაბინავოთ” ინტერნეტის ქსელში აუცილებლად დაგვჭირდება მისი “დომენური სახელის” რეგისტრაცია (www.chemisaiti.ge) და ადგილსამყოფელის – “ჰოსტინგის” იჯარა.

ქართული დომენური სახელის (.ge)  რეგისტრატორის ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებენ კავკასუს ონლაინის მიერ აკრედიტირებული რეგისტრატორები. ღირებულება შეადგენს წელიწადში 30 ლარს (ge & გე დომენების რეგისტრაციას აგრეთვე ანხორციელებენ ქართული ჰოსტერებიც). უცხოური დომენური სახელების ფასები საშუალოდ $6-$25-მდე.

აკრედიტირებული რეგისტრატორები

domenebi.ge | cloud9.ge | namespace.ge | registrator.ge | proservice.ge | ge.domains | fastcloud.ge | serv.ge | grena.ge | globalr.com/.ge

რაც შეეხება “ჰოსტინგს” აქ ღირებულება არის დამოკიდებული “ჰოსტერის” (ანუ ჰოსტინგ-პროვაიდერის) მიერ შემოთავაზებულ ტარიფებზე და მათ პარამეტრებზე. საქართველოში ღირებულება საშუალოდ შეადგენს წელიწადში 70-250 ლარს, ხოლო აშშ-ში $39-$120.

ზოგიერთი მომხმარებელი იტყვის, რომ არსებობს ბევრი “უფასო” ან “იაფიანი” ჰოსტინგიც და საიტების შექმნის სერვისი, მაგრამ გვერწმუნეთ ასეთი არჩევანის შემთხვევაში დაიტანჯებით უხარისხო მომსახურებითა და საიტის არასტაბილური მუშაობით.

ასე მაგალითისათვის მე-3 დონის დომენი (www.chemisaiti.wix.com) მუდმივად არის მიბმული სერვისზე wix.com და შეზღულია მხოლოდ მისი შესაძლებლობებით. ერთი სიტყვით ყველამ ვიცით სად არის განთავსებული “ყველის უფასო ნაჭერი”… უფრო ვრცლად ამ საკითხებზე ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ ჩვენი საიტის რუბრიკაში “სასარგებლო“.

ესეიგი რითი დავიწყოთ? მარტივად, წავედით …

საიტის შექმნისათვის დაგვრჭირდება 3 ნაბიჯის გადადგმა:

  1. შევარჩიოთ და დავარეგისტრიროდ დომენური სახელი, მაგ. = www.chemisaiti.ge
  2. შევარჩიოთ ჰოსტინგი და შევიძინოთ შესაბამისი ტარიფის სივრცე საიტისათვის …
  3. დავაინსტალიროთ & მოვმართავთ საიტი ჰოსტინგზე …

საიტი შექმნილია? ძალიან კარგი, ეხლა უნდა ვისწავლოთ მასთან მუშაობის საფუძვლები

საიტი კი გვაქვს, მაგრამ როგორ დავწეროთ და გამოვაქვეყნოთ სტატიები ან პოსტები? როგორ გამოვიყენოთ სურათები? რა არის ტეგები და კატეგორიები? რა არის SEO-ოფტიმიზაცია? როგორ ხორციელდება საიტის წინსვლა? და რა თქმა უნდა ყოველთვის აქტუალური კითხვა – როგორ მივიღოთ საიტიდან შემოსავალი?

ამ კითხვებზე პასუხებს თქვენ აუცილებლად იხილავთ ჩვენს ბლოგის გვერდებზე გამოქვეყნებულ მასალებში! არ იჩქაროთ ცოდნა და გამოცდილება დროთა განმავლობაში მოდის, თუმცა გჯეროდეთ – თქვენ ყველაფერი კარგად გამოგივათ!

Close Menu