რისთვის გამოიყენება WordPress-ი?

რისთვის გამოიყენება WordPress-ი?

WordPress-ის ისტორია იწყება 2003 წელს და მას საფუძველი ჩაუყარეს ნიჭიერმა პროგრამისტებმა Matt Mullenweg & Mike Little. თავდაპირველად WordPress-ი იქმნებოდა როგორც ბლოგებით მართვის მოქნილი პლატფორმა.

ბლოგი (იგლ. blog, web log – მოვლენების ინტერნეტ-დღიური) – ვებ-საიტი რომლის შიგთავსს წარმოადგენენ მუდმივად დამატებადი ჩანაწერები, ხოლომათი შინაარსი შეიცავს ტექსტს, გამოსახულებებსა და მულტიმედიას.

WordPress-ი ამ მიზნებისათვის იდეალურია. ბლოგერებისათვის დამახასიათებელია მოკლე ჩანაწერები – პოსტები, რომლებიც დახარისხულია გამოქვეყნების თარიღის და/ან პუბკიციების კატეგორიების მიხედვით. დღიურისაგან ბლოგი განსხვავდება თავისი საჯაროობით და ვარაუდობს მკითხველებისა და ავტორების პოლემიკას კომენტარებისა და/ან პუბლიკაციების სახით.

WordPress-ის გამოყენების მაგალითები

დღევანდელი WordPress-ი სასწაულად განვითარდა. ეს პლატფორმა შეიძლება გამოვიყენოთ თითქმის ყველანაირი საიტის შექმნის მიზნით! WordPress-ზე მუშაობენ ისეთი მსოფლიოდ ცნობილი საიტები, როგორებიცაა:

ამ გვერდზე კი თქვენ გაქვთ საშუალება დამატებით გაეცნოთ მრავალ პროექტს რომელიც WordPress-ის “ძრავზე”არის შექმნილი. როგორც დარწმუნდით WordPress-ის გამოყენების სფერო საკმაოდ მრავალფეროვანია!

კი მარა გამოგვადგება WordPress-ი ბიზნესისათვის?

მოკლე პასუხია – რა თქმა უნდა კი! WordPress-მა მრავალწლიანი განვითარების გზა გაიარა და მსოფლიოში #1 CMS-ის, ანუ შინაარსის მმართვის სისტემის წოდება მოიპოვა.

მოდით განვიხილოთ თუ რითი დაგვეხმარება ეს სიტემა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პროცესში? წარმოვიდგინოთ მცირე ან საშუალო ბიზნესის ტიპიური საიტი. როდესაც თქვენ გსურთ გაეცნოთ რომელიმე ბიზნესს ონლაინ, თქვენი ყურადღება გამახვილდება 3 მთავარ ასპექტზე:

  1. როგორ გამოიყურება საიტი – მისი იერსახე, დიზაინი და ინდივიდუალურობა;
  2. რას გვეუბნევა ეს საიტი – შიგთავსი და ინფორმაციის მიწოდება;
  3. როგორ შეიძლება უფრო დაწვრლილებითი ინფორმაციის მიღება – საკონტაქტო ინფორმაცია, სწრაფი დაკავშირების საშუალებები.

ბუნებრივია ბიზნესის სახეობები განსხვავდება, მაგრამ ეს საკითხები აინტერესებს პოტენციალურ მომხმარებელს პირველ ყოვლისა!

იერსახე და დიზაინი

ალბათ გაგიგიათ, რომ ზოგიერთი “სპეციალისტი” საყვედურს გამოთქვამს იმაზე, რომ “WordPress-ის თემები წააგავს ერთი-მეორესო”… ჩვენ ნამდვილად ვერ დავეთანხმებით ასეთ გამონათქვამს! ინტერნეტში გამოქვეყნებულია ათი ათასობით ნაირნაირი თემა, რომელიც რეალურად არის განსხვავებული სტილისტიკისა და დიზაინის თვალსაზრისით.

ამის ახსნა მარტივია – უფასო თემა ყოველთვის არის ნაკლები შესაძლებლობის მქონე და მისი დიზაინი არის გამარტივებული. პრემიუმ თემები, რომლებიც სინამდვილეში არც თუ ისე ძვირია გვაძლევენ მისი იერსახის შეცვლის თითქმის ყველანაირ საშუალებას!

ერთი სიტყვით თუ თქვენს გაქვთ სურვილი გახადოთ ბლოგი ან საიტი ორიგინალური შეიძინეთ გამზადებული პრემიუმ თემა, ან შეუკვეთეთ თემის შექმნა სპეციალისტებს – ყველაფერი არის დამოკიდებული მხოლოდ თქვენ გემოვნებაზე!

კონტენტი (შინნარსი)

ბევრ საიტს რომელიც არ არის აწყობილი CMS”-ზე აქვს ერთი საერთო ნაკლი – კონტენტის განახლების სირთულე. გარდა ამისა არსებობს არაერთი თანამედროვე “CMS”-ი რომლის მმართვა არც თუ ისეთი ადვილია, მითუმეტეს ახლადდამწყები მომხმარებლისათვის. ამ შემთხვევაში WordPress გააჩნია ბევრი უპირატესობა და რაც მთავარია უაღრესად მარტივი, მეგობრული და ადვილად ასათვისებელი სამართავი ინტერფეისი!

ბიზნესისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია ურთიერთობა პოტენციალურ კლიენტებთან, ხელმომწერებთან ან პარტნიორებთან. WordPress ამ ამოცანების გადასაწყვეტად გააჩნია კომენტირების მოხერხებული სისტემა, სიახლლებზე ხელმოწერა, ინტეგრაცია პოპულარულ სოციალურ ქსელებთან, საკონტაქტო ინფორმაციის ასახვის სხვადასხვა ფორმები და ა.შ.

WordPress-ზე მცირე და საშუალო ბიზნესის საიტის შექმნის მთავარი მიზეზები

  • SEO (საძიებო ოფტიმიზაციის სისტემა) – WordPress შეიცავს საკმაოდ კარგ ფუნქციონალს რათა დაყენებისამებრ დაიწყოს თქვენი საიტის წინსვლა საძიებო სისტემებში, საჭიროა უბრალოდ რამოდენიმე ფუნქციის გამართვა.
  • კონტენტი – როგორც უკვე ავღნიშნეთ WordPress საუკეთესოდ გამოდგება საიტის შინაარსის სამართვავად, მასალებისა და პუბლიკაციების მომზადება კეთდება სულ რამოდენიმე დაწკაპუნებით.
  • დანართები – გაფორმების თემების უზარმაზარი ბიბლიოთეკა ხელს შეგიწყობთ შექმნათ თქვენი ბიზნესის ეფექტური და მომგებიანი სავიზიტო ბარათი ინტერნეტში, ხოლო ჩადგმების ფართე არჩევანი გაუადვილებს საიტთან ურთიერთობას თქვენს პოტენციალურ კლიენტს.
  • მხარდაჭერა – WordPress განვითარებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ახორციელებს ასი ათასობით ადამიანი, შესაბამისად ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა ბევრად უფრო მარტივია.

შედეგად დარწმუნებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ WordPress-ი იდეალურად გამოდგება როგორც პროფესიონალური ბლოგისათვის, ისე მცირე & საშუალო ბიზნეს-საიტის შესაქმნელად!

თქვენ უკვე იყენებთ WordPress თქვენი საიტისათვის?

გაუზიარე მეგობრებს

თქვენი გამოხმაურება

Close Menu