რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ე.წ. “გატეხილი” თემები

რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ე.წ. “გატეხილი” თემები

დღეს ჩვენ შევეხებით ვორდპრესის ე.წ. “გატეხილ” კომერციულ თემებს და აგიხსნით, თუ რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ისინი!

მსოფლიო ქსელში უამრავი საიტი არსებობს, სადაც შესაძლებელია კომერციული თემების უფასოდ ჩამოტვირთვა. ამ თემებს ასევე უწოდებენ “განულებულ”, ან “nulled” თემებს.

ჩვენ კატეგორიულად მოგიწოდებთ, არ გამოიყენოთ ესეთი თემები!

რატომ არ შეიძლება ესეთი თემების გამოყენება?

  1. ძალიან ხშირად თემასთან ერთად თქვენს პერსონალურ კომპიუტერში ხვდება ვირუსი-ტროიანი, რომელიც შემდგომ ხვდება თქვენი საიტის სერვერზე. ამ ვირუსის დანიშნულებაა პერსონალური მონაცემების და საბანკო ბარათების ინფორმაციის მოპარვა. თუ თქვენი საიტი ინტერნეტ-მაღაზიაა, გარკვეული პერიოდის შემდეგ თქვენი საიტი დაიბლოკება და შეწყვეტს მუშაობას.
  2. ტროიანის ვირუსის გარდა, შესაძლებელია “აიკიდოთ” ვინლოკერი, ვირუსი, რომელის დანიშნულება თანხების გამოძალვაა.
  3. და კლასიკური ხერხი – ბმულები სხვა რესურსებზე. თუ თქვენ არ ხართ კოდში ჩახედული, დიდი ალბათობით ვერ მათ შეამჩნევთ. მათი დანიშნულება თანხების გამოძალვა არ არის, მაგრამ ესეთი სახის ვირუსი არანაკლებ საზიანოა თქვენი საიტისთვის.

როგორც წესი, თაღლითები “გატეხილ” თემების ადრინდელ ვესიებს, რაც ვორდპრესის სტაბილურად განახლების პროცესში საიტის მუშაობას უშლის ხელს. ამიტომაც გიწევთ თვითონ ვორდპრესის ძველი ვერსიების გამოყენება. ეს ფაქტი თქვენი საიტის უსაფრთხოებისთვის ძალიან ცუდია, რადგანაც ხშირად ჰაკერების სამიზნე ხდება.

“Nulled” თემის გამოყენების შემთხვევაში, თქვენ ვერ შეძლებთ ისარგებლოდ განახლებებით და ტექნიკური მხარდაჭერით, რაც ფასიანი თემების პაკეტში შედის.

უფრო მეტიც, თემის დეველოპერმა შეიძლება მოთხოვოს თქვენს ჰოსტინგ პროვაიდერს საიტის შეჩერება, სრულად მისი გაუქმება და შესაძლოა იჩივლოს სასამართლოში თაღლითობის მუხლით.

ამის შემდეგ, თქვენ დახარჯავთ უამრავ დროსა და თანხებს საიტის აღდგენაში. ამიტომაც, ნუ გამოიყენებთ ესეთ თემებს თქვენი პროექტებისათვის.

გადმოტვირთედ თემები მხოლოდ დეველოპერების საიტებიდან ან სპეციალური საიტ-მარკეტებიდან, სადაც თქვენ მიიღებთ სრულფასოვან განახლებებსა და ტექნიკურ მომსახურებას. ყველაზე უკეთესი გამოსავალი კი, შეუკვეთედ სპეციალისტებს უნიკალური თემა!

(!) აგრეთვე წაიკითხეთ 9 რჩევა, თუ როგორ უნდა შეარჩიოდ ვორდპრესის თემა

ვიმედოვნებთ, რომ სტატია მოგეწონათ და გამოგადგათ.

P.S. ოდესმე გამოგიყენიათ “გატეხილი” თემა? მოგვიყევით ამის შესახებ.

გაუზიარე მეგობრებს

თქვენი გამოხმაურება