რა განსხვავებაა WordPress.com-სა და WordPress.org შორის?

რა განსხვავებაა WordPress.com-სა და WordPress.org შორის?

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული CMS WordPress-ის ახალი მომხმარებლები ხშირად აწყდებიან ასეთ დილემას: რა არის მათი პირველი ბლოგისათვის და/ან საიტისათვის უფრო სასარგებლო – საკუთარი ავტონომიური ჰოსტინგი თუ ჰოსტინგი “საერთო საცხოვრებელში” ანუ კოლექტიური ჰოსტინგი.

დამწყებისათვის რთულია იგრძნოს სხვაობა WordPress.com -სა და WordPress.org შორის. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ თუ რითი განხსვავდება ეს 2 პროექტი და რა შესაძლებლობები გააჩნია WordPress.org-ს, როგორც ღია და უფასო ჰოსტერს.

WordPress.com – WordPress-ის სპეციალიზირებული ჰოსტინგი

საიტების ჰოსტინგის მოედანი – WordPress.com ეკუთვნის და იმართება კერძო კომპანიის “Automattic”-ს მიერ. ეს სერვისი არსებობს 2004 წლიდან. “Automattic”-ი აკონტროლებს WordPress.com-ზე განთავსებული საიტების დაცვას, განახლებასა და სტაბილურ მუშაობას. ადმინისტრატორის კონსოლი ამ რესურსზე დაცულია SSL-დაკავშირებით, რაც დამწყები საითისათვის საკმაოდ უსაფრთხო მუშაობის გარანტია გახლავთ.

ბუნებრივია რადგან სერვისი “უფასოა”, ესეიგი რეკლამას არ ავცდებით! WordPress.com-ზე თქვენი საიტის მომხმარებელი იხილავს სარეკლამო განცხადებებს, ხოლო რეკლამიდან შემოსავასლს მიიღებს WordPress.com-ი, და თუ თქვენ მოისურვებთ რეკლამის მოშორებას ამაში ფულის გადახდა მოგიწევთ. WordPress.com-ზე ჰოსტინგის სივრცე შეიძღუდება 3 გეგაბაიტით (ფოტო-ბლოგებისათვის ეს მიეღებელია), მისი გაზრდა კი რა თქმა უნდა ფასიანია.

თქვენი ბლოგისათვის ამ რესურსზე გაქვთ საშუალება შექმნათ მე-3 დონის დომენური სახელი, მაგ. chemisaiti.wordpress.com და თუ თქვენ ისურვებთ პერსონალური დომენის ჩართვას (chemisaiti.ge) ამაშიც მოგიწევთ დამატებითი ხარჯების გაწევა, საშუალოდ წელიწადში $5 ოდენობით.

გარდა აღნიშნულისა ამ საჯარო ჰოსტინგზე ნებისმიერი დამატებითი ოფციებისა & ფუნქციების ჩართვაში თანხების გადახდა მოგიწევთ. თუ თქვენთვის ასეთი “მეგობრული პირობები” არის მისაღები დეტალური იმფორმაცია იხილეთ ამ ბმულის გამოყენებით.

WordPress.com-ის ყველაზე დიდი ნაკლია ჩადგმებისა და ინდივიდუალური ფუნქციონალის გამართვის შეუძლებლბა, რაც ჩვეულებრივია ნებისმიერ გამოყოფილ ჰოსტინგზე! აგრეთვე იზღუდება პირადი და/ან პარტნიორული სარეკლამო პროგრამები, მაგ. Google AdWords.

WordPress.org – უფასო CMS-დისტრიბუტივი დამოუკიდებელი ჰოსტინგისათვის

თუ თქვენ დამოუკიდებლად გიყვართ გადაწყვეტილებების მიღება, თავად გსურთ განაგოთ თუ რა და როგორ უნდა მუშაობდეს თქვენს საიტზე – ამ შემთხვევაში საუკეთესო ვარიანტი გახლავთ WordPress საიტი, რომელიც განთავსებულია განცალკევებუ ჰოსტინგზე!

ამ შემთხვევაში თქვენ განკარგულებაშია უზარმაზარი არჩევანი უფასო და პრემიუმ თემებასა და ჩადგმების, რომელთა მეშვეობით სურვილისამებრ გეგმავთ და ქმნით სასურველ ვებ-პროექტს, აფართოებთ მის ფუნქციონალს & ცვლით იერსახე.

ამავდროულად უნდა გვესმოდეს, რომ დამოუკიდებელი ჰოსტინგის არჩევანის შემთხვევაში მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, WordPress-ისა და დაყენებული თემებისა და ჩადგმების განახლების კონტროლი მთლიანად არის თქვენზე დაკისრებული.

გაითვალისწინეთ! სისტემისა და მისი შემადგენელი კომპონენტების ინსტალაცია, განახლება და მომსახურება ყოველთვის უმჯობესია ანდოთ სპეციალისტებს – პროფესიონალ ვებ-დიზაინ სტუდიას ან დამოუკიდებელ კონსულტანტს! გვერწმუნეთ, ის მინიმალური დანახარჯები რომელიც მოყვება საიტის მომსახურებას მოგაშორებთ არაერთ ტექნიკურ პრობლემას და მოგცემთ საშუალებას მთელი ყურადღება დაუთმოთ საიტის პოპულარიზაციასა & განვითარებას!

დამოუკიდებელი ვარიანტის შერჩევის შემთხვევაში პირველ ყოვლისა აუცილებელია დომენური სახელის რეგისტრაცია და ჰოსტინგის შერჩევა!

ქართული დომენური სახელის (.ge) რეგისტრაცია ხორციელდება შემდეგი რეგისტრატორების მეშვეობით და მისი ღირებულება შეადგენს წელიწადში 30 ლარს. უცხოური დომენური სახელების ფასები მერყეობს $6-$22-მდე.

აკრედიტირებული რეგისტრატორები

domenebi.ge | cloud9.ge | namespace.ge | registrator.ge | proservice.ge | ge.domains | fastcloud.ge | serv.ge | grena.ge |globalr.com/.ge

რაც შეეხება “ჰოსტინგს” აქ ღირებულება არის დამოკიდებული “ჰოსტერის”, ანუ ჰოსტინგ-პროვაიდერის მიერ შემოთავაზებულ ტარიფებზე და მათ პარამეტრებზე და საქართველოში საშუალოდ შეადგენს წელიწადში 70-100 ლარს, ხოლო აშშ-ში $39-$120.

არ აირჩიოთ “უფასო” ან “იაფიანი” ჰოსტინგი! გვერწმუნეთ ასეთი არჩევანის შემთხვევაში დაიტანჯებით უხარისხო მომსახურებითა და საიტის არასტაბილური მუშაობით.

ამით დავასრულებთ ამ მოკლე მიმოხილვას, არჩევანი თქვენზეა დამოკიდებული. გამოთქვით თქვენი აზრები ამ მასალის შესახებ კომენტარებში.

გაუზიარე მეგობრებს

თქვენი გამოხმაურება

Close Menu