რა არის WordPress-ი

რა არის WordPress-ი

თუ ჩვენ მივმართავთ Wikipedia-ს – გავიგებთ, როვ WordPress-ი არის საიტის შინაარსის მმართვის სისტემა (CMS) ღია კოდით, რომელიც ვრცელდება GNU GPL ლიცენზიის საფუძველზე, ანუ უსასყიდლოდ.

WordPress-ი დაწერილია პროგრამირების ენაზე PHP და სამუშაოდ იყენებს მონაცემთა ბაზას MySQL. WordPress-ის გამოყენების სფერო ფართეა: ბლოგი, კორპორატიული საიტი, ინტერნეტ-ჟურნალი, ინტერნეტ-მაღაზია. WordPress-ის წარმატებული არქიტექტურა + თემებისა და ჩადგმების სისტემა გვაძლევს საშუალებას ავაწყოთ თითქმის ნებისმიერი პროექტი.

უპირატესობები

  1. უსასყიდლობა. დიახ WordPress-ი ვრცელდება უფასოდ. დამწყები ბლოგერისათვის და/ან მცირე ან საშუალო ბიზნესისათვის ეს მნიშვნელოვანი მომენტია და აქვს სერიოზული უპირატესობა. ბუნებრია, რომ მთლად უფასო მხოლოდ ილუზიებია და თუ გაქვთ სურვილი რომ თქვენი ვებ-პროექტი იყოს კარგად დაგეგმილი, ვიზუალურად ლამაზი & ფუნქციონალურად ნაყოფიერი ვებ-დიზაინ სტუდიის ან კერძო სპეციალისტის მომსახურებით ისარგებლებთ, მაგრამ გაწეული ხარჯები შეუდარებლად ნაკლებია!
  2. დაყენებისა და გამოყენების სიმარტივე. WordPress-ის “დაყენების” (ინსტალაციის) პროცესი ხორციელდება 5 წუთის განმავლობაში და მას არ სჭირდება პროგრამირებისა და/ ან კოდის ცოდნა, ან თუნდაც ტექნიკურ ნიუანსებში გარკვევა. WordPress-ის შემქმნელებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რათა სისტემა ყოფილიყო მარტივი, მომხმარებლისადმი მეგობრული და მასში გარკვევა აბსოლუტური დამწყებისათვისაც კი უპრობლემო.
  3. კროსსპლატფორმულობა. WordPress-ი ყენდება და გამოიყენება უშუალოდ საკუთარ ან იჯარით აღებულ სერვერზე. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ მართოთ საიტი ნებისმიერი კომპიუტერიდან & ნებისმიერი საოპერაციო სისტემიდან. ერთადერთი აუცილებელი პირობაა – ინტერნეტთან შეერთება. ანუ საიტძე ახალი პოსტის და მისი ფოტოსურათის დამატება შეგიძლიათ მობილური ტელეფონიდან თუნდავ ტრანსპოტში მგზავრობის დროს.
  4. თანდართული რედაქტორი. WordPress-ით სარგებლობა ძალიან მარტივია ძირითადად მასში არსებული ადვილად აღსათქმელი რედაქტორის არსებობის გამო. მომხმარებლისათვის, რომელსაც უმუშავია Microsoft Word-ში WordPress-ის რედაქტორი მარტივი სათამაშოა. ტექსტის დაფორმატება, სურათების, ვიდეოსა და ბმულების ჩასმა ხორციელდება ორიოდე დაწკაპუნებით.
  5. პოპულარობა. WordPress-ი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული შინაარსის მართვის სისტემა გახლავთ! ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით მისი წილი CMS-ის ბაზრზე 53%-ს აღემატება. ინტერნეტის ქსელში 16 000 000 მეტი საიტი შექმნილია და წარმატებით მუშაობს WordPress-ის “ძრავზე”, დაახლოებით ყოველი მე-6 საიტი არსებობს WordPress-ზე. სისტემისათვის შექმნილია უამრავი თემა და ჩადგმა, მაგალითისათვის მარტო ჩადგმების რაოდენობა აღემატება 30 000!

დამატებითი შესაძლებლობები

ზემოაღნიშნული WordPress-ის მხოლოდ ძირითადი უპირატესობები გახლავთ. ამ სიაში შეიძლება დავამატოთ მაღალხარისხიანი პრემიუმ თემებისა და ჩადგმების, (რომლებსაც ქმნიამ მსოფლიოს სახვადასხვა ქვეყნების პროფესიონალები: სტუდიები და კერძო ავტორები) უზარმაზარი ბიბლიოთეკის არსებობა. გაფართოებული ფუნქციონალი, კარგად გააზრებული აწყობის შესაძლებლობები, პოპულარულ სოციალურ ქსელებთან ინტეგრაცია, უსაფრთხოების უზრუნველყოფა – მათი მთავარი უპირატესობები გახლავთ. ამაში თქვენ დაწმუნდებით, როდესაც გამოიყენებთ ასეთი კლასის პროდუქტებს.

კიდევ ორი სერიოზული უპირატესობა გახლავთ – მობილურ მოწყობილებებზე კარგი ვიზუალიზაცია და საძიებო ოფტიმიზაციის სისტემის (SEO) არსებობა, რაც აუცილებელია საძიებო სისტემებში: Google, Yandex, Bing და ა.შ.

აგრეთვე უნდა აღინიშნოს სოციალურ ქსელებში დაწერილი და RSS სიახლეების (სპეციალური პროგრამული ფუნქცია, რომელიც საშუალებას აძლევს მკითხველს ავტომატურად მიიღოს საიტიდან ახალი შინაარსი და განახლებები) გამოწერის არსებობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მკითხველებისა და ხელმომწერებისათვის და უქმნით მათ სურვილს ხშირად ეწვიონ თქვენს საიტს.

კომენტირების მოხერხებული სისტემა დაგვეხმარება გამოქვეყნებულ მასალაზე სწრაფი & ადეკვატური რეაქციის მიღებაში. სურვილისამებრ შესაძლოა კომენტირების გვერდითი სიტემის დანერგვა, მაგალითად: Facebook ან Disqus, მათ თავიანთი უპირატესობები გააჩნიათ.

ყველა ზემოაღნიშნული არგუმენტი მეტყველებს იმაზე, რომ WordPress-ი არის მარტივი, ლამაზი და მოხერხებული სისტემა! გვერწმუნეთ, თუ თქვენ დააპირეთ პირადი ბლოგის და/ან საშუალო სირთულის ინტერნეტ პროექტის შექმნა – WordPress-ი საუკეთესო არჩევანია!

WordPress-ის გამოყენების დეტალურ ინფორმაციას თქვენ რა თქმა უნდა წაიკითხავთ ჩვენი საიტის სხვადასხვა რუბრიკებში.

გაუზიარე მეგობრებს

თქვენი გამოხმაურება