
მოგესალმებით ძვირფასო მომხმარებელო!
თქვენ ამჟამად ინყოფებით ვებ-პროექტის “WC Coach” გვერდებზე, რომელიც შექმნილია სტუდიის “Webix Solutions”-ის მიერ მათთვის, ვისაც აინტერესებს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული CMS (შინაარსის მართვის სისტემა) WordPress-ის შესწავლა და მის საფუძველზე საიტის ან პერსონალური ბლოგის შექმნა!
WordPress არის გამოსაყენებლად იდეალური, ინტერნეტ-სტანდარტებსა და ესთეტიკაზე ორიენტირებული პლათფორმა. მარტივად რომ ვთქვათ, არის ის, რასაც თქვენ იყენებთ, როდესაც გსურთ პროგრამის გამოყენება ბლოგის სამართავად და არა მასთან საბრძოლველად!
“WordPress”-ის პოპულარობა ნამდვილად შთამბეჭდავია, წარმოიდგინეთ 60 000 000 საიტზე მეტი შექმნილია მისი გამოყენებით!
მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში არსებობს არაერთი რესურსი “WordPress”-ის მუშაობის მექანიზმისა და შესაძლებლობების შესახებ ჩვენ შემოგთავაზებთ განსხვავებულ პროექტს და თანაც თქვენი მოწონების იმედსაც გამოვთქვამთ …
რას იხილავთ ჩვენი საიტის გვერდებზე
- მიიღებთ უახლოეს ინფორმაციას ახლების და/ან პოპულარული თემების (შაბლონების) შესახებ. გაიგებთ თუ, როგორ უნდა შეარჩიოთ და ააწყოთ თემა, საიდან შეიძლება თემის უსაფრთხო გადმოწერა ან შეძენა + გაეცნობით ყოველთვიურ მიმოხილვებსა და ლიდერების რეიტინგებს.
- წაიკითხავთ მიმოხილვებსა და პრაკტიკულ რჩევებს “WordPress”-ის უფასო და პრემიუმ ჩადგმების (plagins) მუშაობის შესახებ.
- შეისწავლით “WordPress”-ის საფუძვლებს და მისი მუშაობის პრინციპებს, რაც დამწყებებისათვის იქნება საინტერესო და სასარგებლო.
- მიიღებთ ინფორმაციას სხვადასხვა დამხმარე სერვისებისა და პროგრამების შესახებ.
- გაეცნობით ბოლო სიახლეებს ჩვენი საყვარელი CMS “WordPress”-ის სამყაროდან.
მადლობას მოგახსენებთ ჩვენს საიტზე მობრძანებისათვის! სურვილს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ხშირი სტუმარი და მუდმივი მკითხველი იქნებით!
საუკეთესო სურვილებითა და პატივისცემით, Webix Solutions-ის გუნდი