Instagram ჩადგმები ვორდპრესისთვის

Instagram ჩადგმები ვორდპრესისთვის

საკუთარი საიტის მფლობელებმა იციან, რომ მათი საიტის მომხმარებლები მხოლოდ ბლოგის კითხვით როდი შემოიფარგლებიან. რიგითი მომხმარებელი ინტერნეტის სივრცეში მოგზაურობის ლომის წილს სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ხარჯავს. აქედან გამომდინარე, საიტის მფლობელებმა კარგათ იციან საკუთარი საიტის სოციალურ ქსელებთან ინტეგრაციის ფასი. ეს იმას ნიშნავს, რომ ამით მფლობელი ზრდის საკუთარი საიტის აუდიტორიას და ზრდის საიტის მონეტიზაციას.

ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ საიტის ინტეგრაციას საქართველოში ძალზედ პოპულარულ სოციალურ ქსელთან Instagram. Instagram-ი ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა 2010 წლის 6 ოქტომბერს და ელვისებური სისწრაფით მოიპოვა პოპულარობა. დღეისათვის ამ ქსელის მომხმარებელთა რიცხვი უკვე მილიარდს უახლოვდება! აქედან გამომდინარე, ჩვენი საყვარელი ძრავის, WordPress-ის დეველოპერები უმალ შეუდგნენ Instagram-თან ინტეგრაციის სამუშაოებს. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ რამოდენიმე ჩანართს, რომლის საშუალებითაც თქვენ შეძლებთ თქვენი ბლოგის ან საიტის ინტეგრაციას Instagram-თან.

WordPress რეპოზიტორიუმი

Instagram Feed

ძალზედ მოქნილი და მძლავრი ჩანართი, რომელსაც მრავალი ფუნქცია გააჩნია. იგი სრულად ადაპტურია და აქედან გამომდინარე თქვენი სურათები ყოველგვარი დამახინჯების გარეშე აისახება ნებისმიერ მოწყობილობაზე. დიფოლტით ჩანართი თქვენი საიტის იერსახეს იღებს, მაგრამ შეიძლება მისი მომართვა ადმინისტრატორის პანელიდანაც თქვენი მოთხვნების შესაბამისად.

ჩანართის ადმინისტრაციული პანელიდან შეგიძლიათ მომართოდ აბსოლუტურად ყველაფერი: ჩასატვირთი სურათების რაოდენობა, მათი ზომა, მწკრივებისა და სვეტების რაოდენობა, სურათებს შორისი ინტერვალი, ფონის ფერი, სურათების ჩატვირთვის ქრონოლოგია და სხვა.

WP Instagram Widget

მარტივი და გასაგები ხელსაწყო თქვენი Instagram ლენტის გამოსაქვეყნებლად ვიჯეტის სახით. არ საჭიროებს ავტორიზაციას Instagram-ში. სურათების გამოქვეყნება შესაძლებელია Instagram-ის ნებისმიერი არჩეული ანგარიშიდან. ეს ვიჯეტი შეგიძლიათ განათავსოთ სურვილისამებრ საიდბარში ან სარდაფში, თუ თქვენი თემა ამის საშუალებას იძლევა.

ჩანართის პარამეტრების მომართვით შესაძლებელია მიუთითოთ საჩვენებელი სურათების რაოდენობა, ზომა (მინიატურა, პატარა, საშუალო, დიდი და ორიგინალი), სურათის გახსნის ადგილმდებარეობა (იგივე ან ახალ ფანჯარაში) და ტექსტური ბმული Instagram ანგარიშზე.

Instagram Slider Widget

ეს ადაპტური ვიჯეტი საშუალებას გაძლევთ გამოაქვეყნოთ Instagram ლენტის ბოლო თორმეტი სურათი ნებისმიერი ანგარიშიდან ან ჰეშთეგით. შესაძლებელია ლენტის გამოქვეყნება მინიატურების ან პოსტების სლაიდერის სახით, სურათებითა და ტექსტით. ტექსტის ჩვენება შესაძლებელია როგორც სურათების ქვეშ, აგრეთვე ზედ სურათზეც (Hover ეფექტი).

ჩანართს გააჩნია არასასურველი Instagram ანგარიშების “შავი სია”. შესაძლებელია ახალი სურათების ჩვენების სიხშირის მითითება, მათი დალაგება თარიღის მიხედვით, პოპულარობით, თავისუფლად და ა.შ.

თვითონ ვიჯეტში ცალკეულად სლაიდერისთვის არსებობს მომართვის პარამეტრები, სადაც თქვენ შეძლებთ მიუთითოთ სურათების შეცვლის ორი ეფექტიდან ერთი, სლაიდის ცვლილების სიხშირე მილიწამებში და სლაიდერის ნავიგაციის ელემენტები.

აგრეთვე მოცემულია შორტკოდი (Shortcode) Instagram გალერეის სტატიკურ გვერდში ან პოსტში ჩასასმელად. არ საჭიროებს API გასაღებს.

Instagram Gallery

კიდევ ერთი მარტივი ჩანართი თქვენს საიტზე Instagram ლენტის გამოსაქვეყნებლად გალერეის ან სლაიდერის (კარუსელის) სახით. არ საჭიროებს API გასაღებს ან ავტორიზაციას, საკმარისია Instagram მომხმარებლის სახელი. საშუალებას იძლევა გამოაქვეყნოთ თორმეტამდე სურათი. შორტკოდის საშუალებით შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ ლენტი გვერდზე ან ჩანაწერში.

კომერციული (ფასიანი) ჩადგმები

Instagram Theatre (16$)

ამ ჩანართს გააჩნია მოხერხებული და ადვილათ აღდგქმადი ადმინისტრატორის პანელი, რომლის მეშვეობითაც თქვენ შეძლებთ შექმნათ:

  • სურათების ბადე “ამოტივტივების” და გადაფურცვლი ეფექტით;
  • დაწვრილებითი ინფორმაცია ყოველ გამოსახულებაზე;
  • გალერეა მონიტორის სრულ ეკრანზე;

შესაძლებელია ფოტოების გამოქვეყნება სხვადასხვა Instagram ანგარიშებიდან და რომელიმე ჰეშთეგიდან. მრავლად გააჩნია ლამაზი ვიზუალური და ანიმაციური ეფექტები, აქვს Multi-User მხარდაჭერა.

InstaLink (20$)

სასიამოვნო და მრავალფუნქიური ჩანართი Instagram ლენტის გამოსაქვეყნებლად ვიჯეტის სახით. უპრობლემოთ ინტეგრირდება სოციალური ქსელის პლატფორმებთან BuddyPress და WooCommerce. ნათარგმნია 16 ენაზე (ქართული არ შედის), სრულად ადაპტურია და ნებისმიერ მოწყობილობაზე ლამაზად გამოიყურება, სურათების ჩვენების განუსაზღვრელი რაოდენობით. გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო ჩანართი საიტისთვის, რასაც ამ ჩადგმის რეიტინგი და გაყიდვები ადასტურებს.

ჩანართის ადმინისტრაციული პანელი ადვილად სამართავია და მრავალფეროვანი. შესაძლებელია საკუთარი HTML და CSS კოდის ჩასმაც.

InstaShow – WordPress Instagram Gallery (25$)

პრემიუმ ჩანართი თქვენი საიტისთვის ძალზედ მოხერხებული და ადვილად აღთქმადი ინტერფეისით. გააჩნია ფერის 10 სქემა და 60-მდე რეგულირებადი პარამეტრი ნებისმიერი ტიპის საიტთან ინტეგრირებისათვის. სრულად ადაპტურია და შესანიშნავად მუშაობს ნებისმიერ მოწყობილობაზე.

ჩანართის არსენალში მრავლად მოიძებნება ისეთი ფილტრები, როგორებიცაა: ავტორების დამატება-გაუქმება, ადგილმდებარეობა და ჰეშთეგები. Instagram ლენტის ორი ტიპის  მარდაჭერა აქვს, სლაიდერი და ბადე. გალერეისთვის გათვალისწინებულია აღწერა, თარიღი, ადგილმდებარეობა, მოწონებები და კომენტარები, ბმული Instagram ანგარიშზე.

გვერდზე, ჩანაწერში და საიდბარში ქვეყნდება შორტკოდის გამოყენებით.

დასასრულს

იმედია სტატია გამოგადგებათ თქვენთვის სასურველი ჩადგმის არჩევაში. აქ ჩვენ განვიხილეთ ამ ტიპის ჩადგმების მცირედი ნაწილი. თუ თქვენ მოძებნით თქვენთვის სასურველ და მოხერხებულ ჩანართს, გაგვიზიარეთ იგი კომენტარებში.

გაუზიარე მეგობრებს

თქვენი გამოხმაურება

Close Menu