Gutenberg WordPress – პლუსები და მინუსები

Gutenberg WordPress – პლუსები და მინუსები

ვიზუალური რედაქტორი Tiny, რომლითაც სარგებლობდნენ WordPress-ს მომხმარებლები მთელს მსოფლიოში, ისტორიას ჩაბარდა. იგი ჩაანაცვლებულია სრულიად ახალი რედაქტორით სახელწოდებით Gutenberg (გუტენბერგი). მოდით ვნახოთ, რას წარმოადგენს ჩვენთვის ჯერ უცხო ხილი და განვიხილოთ, თუ რასთან გვექნება საქმე.

Gutenberg WordPress და ყველაზე პოპულარული CMS-ის მომავალი

“გავხადოთ შიგთავსის დამატება მარტივი და გასაგები” – ეს გახლავთ Gutenberg-ის შემქმნელების ხმამაღალი განცხადება.

აი, როგორ გამოიყურება მომხმარებელთა რეიტინგი:

მოკლედ, შევამოწმოდ, რაშია საქმე.

რა არის Gutenberg-ი

ეს არის ახალი ვიზუალური რედაქტორი WordPress-ისთვის. სახელწოდება იოჰან გუტენბერგის საპატივცემულოდ მიენიჭა, რომელიც გახლდათ გერმანელი გამომგონებელი, ევროპის პირველი მესტამბე (ვიკიპედია). გამოიგონა და დაამზადა ცალკეულ ასონიშანთა ლიტერები და მათი ზომის შესაბამისი სახარვეზო მასალა (პირველი სტანდარტული დეტალები ევროპული ტექნიკის ისტორიაში).

ამ რედაქტორში გამოიყენება შორტკოდები და HTML, რაც ახალბედა მომხმარებლებს შიშის ზარს სცემს. მათი პირველი რეაქცია დაახლოვებით ესეთია: “უი, ეს რა გაუგებრობაა? არ მინდა.”

აესეთია Gutenberg-ის შემქმნელთა “გასაგები და მარტივი” რედაქტორი. მისი ინსტალაცია უკვე შეგიძლიათ პირდაპირ ადმინისტრაციული პანელის კონსოლიდან, რომელიც გამოიყურება ესე:

Gutenberg-ის ინსტალაცია

ინსტალაცია შესაძლებელია, როგორც ზევით ავღნიშნე, ადმინისტრაციული პანელის კონსოლიდან (WordPress-ის ახალი ინსტალაციისას) ან ჩადგმების გვერდიდან ოფიციალური რეპოზიტორიუმის გამოყენებით.

Gutenberg-ის მიმოხილვა

ინსტალაციის და გააქტიურების შემდეგ, გადავიდეთ ჩანაწერების გვერდზე.

გაითვალისწინეთ, რომ დაწყებული WordPress 5.0 ვერსიიდან Gutenberg-ი სრულად ჩაანაცვლებს სტანდარტულ ვიზუალურ რედაქტორს.

აქ ჯერ კიდევ გვაქვს არჩევანი მოვახდინოთ ჩანაწერის რედაქტირება Gutenberg-ის საშუალებით თუ კლასიკური რედაქტორით.

გაუზიარე მეგობრებს

თქვენი გამოხმაურება