Elementor-ი – გვერდების მშენებელი

Elementor-ი – გვერდების მშენებელი

გვერდების კონსტრუქტორები (მშენებელი, კომპოუზერი) ბოლო დროს ძალზედ პოპულარული თემაა. ბუნებრივია, მათი დახმარებით ჩვეულებრივი მომხმარებელი, რომელსაც არ შეუძლია wp-კოდის ჩასწორება და საერთოდ შორს არის პროგრამირებისაგან ახერხებს ორიგინალური და პრაქტუკული საიტის დაკაბადონებას, რითაც სახსრებისა და დროის ეკონომიას ახერხებს!

[su_youtube url=”http://www.youtube.com/watch?v=6u45V2q1s4k” width=”680″]

რა არის Elementor-ი?

Elementor-ი – ეს არის ვორდპრესის გვერდების «drag and drop» კონსტრუქტორი, რომელიც გვაძლევს საშუალებას შექმნათ “რესპონსიური” (Responsive – უზრუნველყოს ნათელ ვიზუალურ აღთქმას კომპიუტერისა და/ან გაჯეტის ეკრანის მახასიათებლების მიუხედავად) მაკეტები, რედაქტირების “ცოცხალი” ინტერფეისის გამოყენებით, რისი მეშვეობითაც ჩვენ ეგრევე შეგვიძლია ვიხილოთ შეტანილი ცვლილებების შედეგი. ამ ჩადგმას თანდართული აქვს ისეთი სერიოზული ფუნქციები, როგორც: parallax-ეფექტი, ფონური გამოსახულებები ფართომაშტაბიანი ეკრანისათვის, ორიგინალური სათაურებისა და ღილაკების შექმნა.

Elementor-ის მთავარი უპირატესობაა მისი სისწრაფე და გამოყენების სიმარტივე.

ძირითადი ფუნქციები

ჩადგმის დაყენებისა და აქტივაციის შემდეგ ჩვენ დავინახავთ, რომ მისი მომართვის პანელი ძალიან მარტივია და გვაძლევს საშუალებას შევარჩიოთ ჩანაწერების ის სახეობები, რომლის გამოყენებასაც ვაპირებთ. აგრეთვე შეგვიძლია “მომხმარებელთა როლებისა” და გამოყენებადი შრიფტების შეცვლა.

Elementor-ი - გვერდების მშენებელი

მომართვის დამთავრებისთანავე თქვენ იხილავთ Elementor-ის ღილაკს ყველა გვერდზე და ჩანაწერში (თუ ჩანაწერების რედაქტირება ჩართულია გამართვის პანელში). ღილაკზე დაწკაპუნებით გაიხსნება Elementor-ის სამუშაო ინტერფეისი.

ასე გამოიყურება Elementor-ის ახალადჩართული სუფთა გვერდი:

Elementor-ი - გვერდების მშენებელი

როგორც ხედავთ ჩვენ უპრობლემოდ ვმუშაობთ გვერდის მაკეტთან და რეალური დროის რეჟიმში ვხედავთ ყველა განხორციელებულ ცვლილებას. რედაქტირებად გვერდზე შეგვიძლია შევცვალოთ ელემენტების ფერები და გამოსაყენებელი შრიფტები.

შაბლონის აწყობა

Elementor-ი საკუთარი დიზაინის შესაქმნელად გვთავაზობს სასტარტო სექციას – ერთსვეტიან ბლოკს, რომელიც გაწელილია ეკრანის სრულ განზე, რომლის წაშლა მარტივად არის შესაძლებელი სექციაზე დაწკაპუნებითა და შემდგომ ღილაკის “X” დაჭერით. თუ თქვენ გჭირდებათ ახალი სექციის დამატება უბრალოდ დააწკაპუნეთ ღილაკს “ADD NEW SECTION” და აირჩიეთ სვეტების სასურველი რაოდენობა 1-10 დიაპაზონში, წინასწარ მომზადებული 12-ი სტრუქტურიდან.

Elementor-ი - გვერდების მშენებელი

თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ იმდენი სექცია, რამდენიც დაგჭირედებათ. ყოველი სექცია შესდგება სვეტებისაგან, რომლებშიც განთავსდება თქვენი მაკეთის შიგთავსი – კონტენტი.

სვეტების ზომების შეცვლა ძალიან მარტივია. კონკრეტული სვეტების განის რეგულირება ხდება მათ შუა არსებული ისრის გადაადგილებით. შესაძლებელია სვეტის დუბლიკატის შექმნა და/ან ახალი სვეტის დამატება/წაშლა. სასურველი სექციის გამართვის რეჟიმზე დაწკაპუნებით შეგიძლიათ მაკეტის შეცვლა “ბოქსის” ან ფართეეკრანიან რეჟიმში, დაამატოთ სვეტებს შორის დაშორების ზომები, შეცვალოთ ფერი და განახორციელოდ მრავალი სხვა მოქმედება.

Elementor-ის ვიჯეტები

როდესაც თქვენ დაამთავრებთ მუშაობას მაკეტის სტრუქტურასთან, თამამად შეგიძლიათ შეუდგეთ ვიჯეტების დამატებას. ვიჯეტი ატის იგივე სამშენებლო აგური, რომლის გადმოთრევა შესაძლებელია მარცნივ განლაგებული პანელიდან სასურველ სექციაში და/ან სვეტში. ამჟამად Elementor-ი გვთავაზობს 24 სავის ვიჯეტს + შესაძლებელია WordPress-ის თანდართული ყველა ვიჯეტის გამოყენებაც. აგრეთვე თუ თქვენ ვებ-პროექტში იყენებთ ჩადგმებს, რომლებსაც საკუთარი ვიჯეტები მოყვებათ უპრობლემოდ შეგიძლიათ მათი გამოყენებაც.

Elementor-ი - გვერდების მშენებელი

Elementor-ი შეიცავს სხხადასხვა სახის ვიჯეტებს, როგორც სტანდარტულებს: სათაურები, სურათები, ტექსტი, ვიდეო, ღილაკები და ა.შ., ისე სპეციფიურებს: Google Maps, HTML-ვიჯეტი, ანათვალის სკალა და მრავალი სხვა. Elementor-ი გვთავაზობს ყოველი ვიჯეტის გამართვის ოფციებს, მათ მეშვეობით შეგვიძლია ინფორმაციის, სტილის, დაშორებისა და გასწორების ზომების მოწესრიგება.

აგრეთვე Elementor-ი გვაძლევს საშუალებას გავაკონტოლოდ მობილური დიზაინის ასპექტებიც, ანუ გადავწყვიტოთ თუ რომელი ვიჯეტი იქნება ნაჩვენები მომხმარებლის კომპიუტერის სისტემაზე, გავვსაზღვროთ ოფციები სამაგიდო კომპიუტერებისათვის და მობილური გაჯეტებისათვის.

Elementor-ი - გვერდების მშენებელი

ადაპტური დიზაინის წინასწარი დათვალიერება

თქვენ გაქვთ საშუალება ეგრევე იხილოთ ყველა განხორციებული ცვლილება სხვადასხვა მოწყობილობების ეკრანის ზომებში.

Elementor-ი - გვერდების მშენებელი

Elementor-ს გააჩნია შემდეგნაირი, განსხვავებული “პრესეტები”:

  • სამაგიდო კომპიუტერისთვის (PC),
  • ნოუთბუკისათვის (Notebook);
  • პლანშიტისათვის (Tablet);
  • მობილური ტელეფონისათვის.

უბრალო დაწკაპუნებით შესაძლებელია თქვენი საიტის რედაქტირება რეალური დროის რეჟიმში სასურველი დივაისის მოთხოვნების გათვალისწინებით.

სხვადასხვა

Elementor-ი მუშაობს პრაქტიკულად ნებისმიერ თემასთან. სასურველი მაკეთის შექმნა ძალიან მარტივად და მოხერხებულად არის შესაძლებელი. ვიჯეთების დამატება ხდება ძალიან სწრაფად – გადმოტანა + გამართვა = ვიზუალურად ასახვა.

სხვა ჩადგმებისგან განსხვავებით ელემენტორი სრულად უფასოა. მისი გადმოწერა და/ან ინსტალაცია შესაძლებელია ვორდპრესის დეპოზიტორიუმიდან ან ოფიციალური გვერდიდან. ჩადგმის შემქმნელები გვპირდებიან დამატებითი ვიჯეტებისა და ფუნქციების მუდმივ დამატებებს და გვთავაზობენ ჩადგმის დოკუმენტაციასაც.

გაუზიარე მეგობრებს

თქვენი გამოხმაურება