Com vs Net – რა განსხვავებაა ზედა დონის დომენებს შორის

Com vs Net – რა განსხვავებაა ზედა დონის დომენებს შორის

Com vs Net – რა განსხვავებაა ზედა დონის დომენებს შორის

დომენის შერჩევა ძალზედ მნიშვნელოვანია თქვენი საქმიანობის მიზნებისთვის, რადგან ის დიდ გავლენას ახდენს ბრენდინგზე და საძიებო რეიტინგებზე. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ, თუ რა განსხვავებაა .com და .net ზედა დონის დომენებს შორის.

რას წარმოადგენს დომენური სახელი

დომენური სახელი – თქვენი საიტის მისამართია მსოფლიო ქსელში, რომელსაც ბრაუზერის სამისამართო ველში კრიფავს მომხმარებელი. მაგალითად, wpcoach.com.ge

დომენურ სახელებს დღეისათვის უამრავი გაფართოვება გააჩნია, როგორებიცაა:

somename.com
somename.org
somename.ge

…და ასე შემდეგ.

თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი დომენური სახელი სასურველი გაფართოვებით დომენური სახელის რეგისტრატორ კომპანიებში. დომენური სახელის გაფართოვება შექმნილია იმისათვის, რომ განასხვავონ საიტის ტიპები ერთმანეთისგან.

სასურველი დომენური სახელის გაფართოვების არჩევისას, გაითვალისწინეთ თქვენი საქმიანობის სფერო და ის მიზნები, რომლებსაც თქვენი საიტი უნდა ემსახურებოდეს.

განსხვავება Com და Net ზედა დონის დომენებს შორის


Com და Net გაფართოვებები ყველაზე პოპულარულია ქსეში. თუ თქვენი სასურველი დომენური სახელი .com გაფართოვებით დაკავებულია, რეგისტრატორი კომპანია ალტერნატივის სახით პირველ რიგში .net გაფართოვებას შემოგთავაზებთ.

ხშირ შემთხვევებში net გაფართოვება არ გამოგადგებათ თქვენი საქმიანობის სფეროდან გამომდინარე.

COM (Commercial) – კომერციული კომპანიების გაფართოვებაა, რომელიც მოიცავს ყველა სფეროს, სადაც კი ოდნავ მაინც ფულთან და შემოსავალთან არის დაკავშირება, დაწყებული პირადი ბლოგიდან – დამთავრებული უმსხვილეს კორპორაციამდე.

NET (Network) – გაფართოვება წარმოადგენს ქსელს, ქსელურ ბიზნესს. კარგათ ერგება ელექტრონულ ფოსტას, კომპანიებს, რომლებსაც გააჩნიათ წარმომადგენლობათა ქსელი სხვადასხვა ქვეყანაში და საინფორმაციო პორტალებს.

რა შემთხვევაში უნდა აირჩიოთ Com დომენური სახელი

Com დომენი დიდი ხანია იქცა ინტერნეტის სინონიმათ. ამ გაფართოვებით დომენების 46% გვესახება მსოფლიო ქსელში. Com დომენით გაფართოვებით რეგისტრირებული სახელი კარგათ ინდექსირდება საძიებო სისტემებში. მაგრამ დროთა განმავლობაში ყველა კარგი სახელი დაკავებულია და თქვენთვის სასურველი მიუწვდომელია. არსებობს რამოდენიმე ხრიკი, რომლის მეშვეობითაც თქვენ მიაღწევთ საწადელს.

აი, რამოდენიმე მათგანი:

თქვენი დომენური სახელი უნდა ასახავდეს თქვენს საქმიანობის სფეროს. მაგალითად, Green Garden. დიდი ალბათობით, greengarden.com უკვე დაკავებულია. თავისუფლად შეგიძლიათ დაამატოთ სახელის წინ ან შემდეგ უმნიშვნელო დანამატი greengardenon.com ან ingreengarden.com, რათა გახადოთ იგი უნიკალური.

ეცადეთ, რომ თქვენი დომენური სახელი ადვილად წარმოსათქმელი და დასამახსოვრებელი იყოს. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ დეფიზი და ციფრები!!!

ისარგებლეთ დომენური სახელის შერჩევის ონლაინ სერვისებით,მაგალითად Name Mash. ეს უფასო სერვისები ძალზედ დაგეხმარებათ სასურველი სახელის სწორ არჩევაში.

რა შემთხვევაში უნდა აირჩიოთ Net დომენური სახელი

თუ თქვენი საქმიანობა წარმოადგენს ინტერნეტ პროვაიდერობას, ვებ ჰოსტინგს ან სხვა რაიმე ვირტუალურ ქსელს, მაშინ, net დომენი თქვენთვის არის შესატყვისი. ასევე net დომენით შეგიძლიათ ისარგებლოთ იმ შემთხვევაში, თუ ის შეესატყვისება თქვენი ბრენდის დასახელებას ანაც “ხუმრობით” ვერსიაში. ძირითადათ ესეთი დომენური სახელები რუსულ ინტერნეტ სივრცეში შემხვედრია: microsofta.net, pisem.net და სხვა.

თუ თქვენ გადაწყვიტეთ net დომენის გამოყენება, დიდი მარკეტინგული გამჭრიახობა და ძალისხმევა გმართებთ. ავიღოთ თუნდაც behance.net, რომლებსაც თავიდანვე იდეაში ედოთ დიზაინერების, გრაფიკოსებისა და ციფრული მედიის მოღვაწეთა თანამეგობრობის ქსელი.

მსოფლიო ქსელში net დომენით რეგისტრირებულთა წილი 4% შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დომენით რეგისტრირებულთა რიცხვი 14 000 000 საიტია (სტატიის გამოქვეყნების თარიღით). მაგრამ არ გეგონოთ, რომ ყველა ინტერნეტ კომპანია იყენებს net დომენს. მაგალითად, ცნობილი კომპანიის comcast.net სახელის აკრეფის შემდეგ, თქვენ ავტომატურად აღმოჩნდებით comcast.com მისამართზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მსხვილი კომპანიები ცდილობენ თავიანთი სახელების მონოპოლიზაციას.

Com vs Net – რომელი ჯობია საძიებო სისტემების ოპტიმიზაციისთვის (SEO)?

ჩემი კლიენტები ხშირად მისვავენ კითხვას, რომელ დომენზე დაარეგისტრირონ დომენური სახელი. როგორც ჩემი ქვეყნის პატრიოტი, ვპასუხობ: .ge!

დანამდვილებით ვამბობ: ზედა დონის დომენურ სახელს საძიებო სისტემებისთვის არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენს. საძიებო სისტემები ერთნაირ ინდექსირებას უკეთებენ ნებისმიერ ზედა დონის დომენურ სახელს. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს SEO ხელსაწყოებზე, თქვენს მონდომებაზე და გაღებულ თანხებზე.

როგორ დავარეგისტრირო დომენური სახელი

უპირველეს ყოვლისა, როგორც საქართველოში მცხოვრებნი, ეცადეთ თქვენი დომენი საქართველოს დომენურ სივრცეში დაარეგისტრიროთ. ამ შემთხვევაში, დიდი შანსია, რომ თქვენი სასურველი სახელი თავისუფალი იყოს. ამისათვის უნდა მიმართოთ .ge დომენ რეგისტრანტ კომპანიებს.

თუ თქვენი სურვილი com, net, org და სხვა ინტერნაციონალური ზედა დონის დომენია, მაშინ თქვენი გზა ამ დომენური სახელების რეგისტრანტ კომპანიებთან ძევს. ასეთები მრავლადაა ინტერნეტ სივრცეში. მათი რეკლამა არ წარმოადგენს ჩვენი სტატიის მიზანს.

თითქმის ყველა ჰოსტინგ კომპანია დამატებით მომსახურებაში გთავაზობთ დომენური სახელის რეგისტრაციასაც, რაც ძალიან მოსახერხებელი რამ არის.

დაბოლოს. თუ მოგეწონათ სტატია, ველით თქვენს გამოხმაურებას და შეკითხვებს.

გაუზიარე მეგობრებს

თქვენი გამოხმაურება

Close Menu