9 რჩევა ვორდპრესის თემის არჩევისას

9 რჩევა ვორდპრესის თემის არჩევისას

თემის არჩევ თქვენი საიტისთვის შეიძლება გადაიქცეს ნამდვილ თავის ტკივილად თქვენთვის. ათასობით თემის უზარმაზარ ლაბირინთში, შესაძლოა თავგზა აგებნათ და გამოსავალი ვერ იპოვოთ.

სასურველი თემის ძებნა დიდ დროს წაგართმევთ. ზოგჯერ, საიტის დამკვეთები სტუდიებს უკვეთავენ მხოლოდ თემის პოვნას. ამიტომაც გადავწყვიტედ დაგვეწერა თემის არჩევის რამოდენიმე რჩევა, რომლებიც გაგიადვილებთ თქვენთვის სასურველი და მისაღები თემის სწრაფად შერჩევაში.

ჩნდება კითხვა: მზა თემა თუ თქვენი საკუთარი ნახელავი? პლუსები და მინუსები

მაშ ასე, თემის შერჩევისას:

  1. ჩათვალეთ, რომ თემის დემო – ეს არის თავსატეხი. როდესაც თქვენ უყურებთ რომელიმე თემის დემო ვერსიას, წარმოიდგინეთ დიდი თავსატეხი, “პაზლი”, ძირითადათ, როდესაც უყურებთ საწყის გვერდს. მიაქციეთ ყურედღება სექციებს, მათ დაყოფას და წარმოიდგინეთ მათში თქვენი შიგთავსი. გაიაზრეთ, გამოგადგებათ თუ არა თემის ესეთი სტრუქტურა თუ გჭირდებათ სხვა?
  2. როგორ განთავსდება თქვენი შიგთავსი. დიდ ყურადღებას თემის დემო ვერსიას ნუ მიაქცევთ. წარმოიდგინეთ, თუ როგორ აისახება თქვენი ტექსტი ან შიგთავსის სხვა კომპონენტები. გამოჩნდება ის ისე, როგორც თქვენ გსურთ და რა რეაქცია მოყვება თქვენი საიტის მონახულების შემდეგ თქვენს ვიზიტორებს? წარმოიდგინეთ თქვენი თავი უბრალო მომხმარებლის როლში, რომელმაც პირველად ნახა თქვენი საიტი.
  3. მოახდინეთ კონცენტრაცია თემაზე, და არა მის დასახელებაზე. თემების უმრავლესობამ დასახელებები მიიღო იმ ნიშის მიხედვით, რომელსაც ისინი იკავებენ. არსებობს თემები, რომლებიც სპეციალურად შექმნილია იურისტებისთვის, უძრავი ქონების სააგენტოებისთვის, სამშენებლო კომპანიებისთვის, სარეკლამო სააგენტოებისთვის, ეკლესიისთვის და ა.შ. მაგრამ, ეს ისამს არ ნიშნავს, რომ თქვენ შეძლებთ მათ გამოყენებას. რა თქმა უნდა, თემის რაღაც ფუნქციონალი წაგადგებათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის გამოყენებას შეძლებთ. მთავარია, იყოთ კრეატიულები და არ გაამახვილოდ ყურადღება დასახელებაზე.
  4. კარგად დაათვალიერეთ დემო. დემო ვერსიებში, უმეტესად, შეუძლებელია ადმინისტრაციული მხარის და პარამეტრების ნახვა. სამაგიეროდ, დემოს საშუალებით ნახავთ ფერთა პალიტრას, გვერდების დანაწილებასა და სხვა პარამეტრებსა თუ ფუნქციებს. ბევრი რამის ნახვა ასევე შეგიძლიათ ნახოთ თემის ნავიგაციის პანელის საშუალებით. ეცადეთ შეამოწმოთ ყველაფერი და აღმოაჩინოთ ნაკლოვანებები და ხარვეზები.
  5. თემის ფუნქციონალი. ყველა თემას გააჩნია აღწერილობა. უმეტესწილად იქ არის აღწერილი თემის ფუნქციები და პარამეტრები (მაგალითად, ადაპტიური დიზაინი). წაიკითხეთ ყურადღებით და აუცილებლად მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება. არავითარ შემთხვევაში არ აირჩიოთ თემა, რომელსაც არ გააჩნია ადაპტიური დიზაინი. მეორეს მხრივ, ჩაშენებული სლაიდერები და სურათების გალერეები არ უნდა გახდეს ამ თემის არჩევის მიზეზი. ყველა ეს “სილამაზე” ადვილად ხორციელდება უფასო ჩადგმების საშუალებით.
  6. შეისწავლეთ ტექნიკური დოკუმენტაცია. თუ თქვენ გეგმავთ თემის შეძენას, ტექნიკურ დოკუმენტაციას მიიღებთ მხოლოდ ანგარიშსწორების შემდეგ. ეს ლოგიკურია. თუ თქვენ გამოიყენებთ უფასო თემას, აუცილებლად შეისწავლეთ მისი დოკუმენტაცია. მისი საშუალებით თქვენ ბევრ კითხვაზე იპოვით პასუხს.
  7. შეძენის წინ დასვით კითხვები. თუ რომელიმე თემა მოგეწონათ და აპირებთ მის შეძენას, არ მოგერიდოთ და დაუსვით თქვენთვის საინტერესო კითხვები თქმის დეველოპერებს. მათი მიზანია თემის გაყიდვა და აქედან გამომდინარე, ისინი დააკმაყოფილებენ თქვენს დაინტერესებას. საიტების მარკეტებზე, მაგალითად ThemeForest, ყოველთვის მითითებულია დეველოპერის საკონტაქტო მონაცემები. დააკმაყოფილედ თქვენი ინტერესი თემის მიმართ კითხვებით და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძინეთ ის.
  8. წაიკითხეთ სხვა მომხმარებლების გამოხმაურება. ჩვენი აზრით, დიდათ არ არის სასარგებლო მოწონებული თემის შესახებ გამოხმაურების გუგლში მოძიება. მათი ნდობა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ გამოხმაურების ავტორს პირადათ იცნობთ და ენდობით. მაგრამ, მაინც დაათვალიერეთ გამოხმაურება. შეიძლება წააწყდეთ თქვენთვის სასურველ ინფორმაციას. ეცადეთ იყოთ ობიექტურნი, ვინაიდან გვხვდება ნეგატიური გამოხმაურება 99.9% პოზიტიურ შეფასებასთან ერთად.
  9. შეეკითხეთ ხალხს, ვისაც ენდობით. თუ თქვენს გარშემო რომელიმე ნაცნობმა უკვე გამოიყენა თემა, რომელიც თქვენ მოგწონთ, გაიგეთ მისი აზრი და შეფასება. ეს იქნება საუკეთესო დახმარება თქვენთვის. ეს ინფორმაცია ბევრად უფრო ძვირფასია, ვიდრე საძიებო სისტემით მოძიებული უცნობი ხალხის გამოხმაურება.

დავამთავრედ… თუ თქვენ თემის ძიებაში ხართ, გისურვებთ წარმატებას!

გაუზიარე მეგობრებს

თქვენი გამოხმაურება

Close Menu