7 საუკეთესო წყარო თქვენი WordPress საიტისათვის უფასო და ლეგალური სურათების მოსაძებნად

7 საუკეთესო წყარო თქვენი WordPress საიტისათვის უფასო და ლეგალური სურათების მოსაძებნად

 

ინტერნეტის ქსელში მოიძებნება უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ სურათების დამატება პოსტებში მატებს მათ მიმზიდველობასა და ეფექტურობას. პოსტი, რომელსაც გააჩნია ფატო ან/და გრაფიკული გამოსახელებები ყავს საშუალოდ 94% მეტი მნახველი, ხოლო ერთ-ერთი გამოკვლევის შედეგად დამტკიცდა რომ ის ბლოგები, რომლებიც შეიცავენ გამოსახულებას ყოველ 350 სიტყვაზე სარგებლობენ უფრო მეტი პოპულარობით!

იმისათვის რომ მოვიძიოთ სურათები პუბლიკაციისათვის სულაც არ არის საჭირო მხოლოდ Google-ში განთავსებული და უამრავ საიტზე გამოყენებული ილუსტრაციების გადმოწერა – ესტუმრეთ საიტებს, რომლებიც აბსოლუტურად ლეგალურად გვაძლევენ საშუალებას გამოვიყენოთ და შევცვალოთ სასურველი თემატიკის ილუსტრაციები!

დღევანდელ პოსტში ვრცლად მოგითხრობთ WordPress-ის ბლოგებისთვის სურათების საუკეთესო და რაც მთავარია ლეგალურ წყაროებძე.

გამოსახულებებზე არსებული ლიცენზიების მოკლე მიმოხილვა

  • წინამდებარე პოსტში ჩამოთვლილ გამოსახულებების წყაროების უმრავლესობა ლიცენზირებულია Creative Commons-ის თანახმად. Creative Commons გახლავთ არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება შემოქმედებით ადამიანებს ნამუშევრების განაწილებაში ღია ლიცენზირების გზით.
  • არსებობს სხვადასხვა სახის Creative Commons ლიცენზიები, მაგრამ ბლოგერებს ყველაზე მეტად მოუხდება – Creative Commons Zero. Creative Commons Zero (CC0) იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ, შეცვალოთ და გაავრცელოთ გამოსახულება ავტორის მითითების გარეშე.
  • არის სხვა ვარიანტებიც – CC-BY и CC-BY-SA ლიცენზიები. ეს ლიცენზიები გვაძლევენ შეცვლისა და კომერციული გამოყენების უფლებას, მაგრამ გვავალდებულებე ავტორის სახელის მითითებას.
  • ხელმისაწვდომი გამოსახელებების კიდევ ერთი წყარო გახლავთ სურათები, რომლებზეც საავტორო უფლებები ძალადაკარგულია. ბუნებრივია, რომ ასეთ რესურსებზე განთავსებულია მხოლოდ ძველი სურათები & მანდ თქვენ ნამდვილად ვერ იხილავთ ახალი MacBook-ის გამოსახულებას.

უფასო გამოსახულებების საუკეთესო წყაროები

1. Pixabay  – კონკრეტული გამოსახულების მოსაძებნად ეწვიეთ საიტს Pixabay. აქ ყველა ფოტოსურათი განთავსებულია ლიცენზიით Creative Commons CC0 და შესაბამისად შეგიძლიათ მათი გამოყენება თავისუფლად. საიტს გააჩნია მოძებნის კარგი ფუნქციონალი, რაც ძალიან გვიმარტივებს სასურველი გამოსახულების მოძებნას.

Pixabay-ს გამოყენებისას გახსოვდეთ ორი რამ:

  • პირველ რიგში, როგორც წესი განთავსებულია სპონსორების გამოსახულებები, რომლებიც ფასიანი გახლავთ! დანარჩენი სურათები განთავსებულია ლიცენზიით Creative Commons CC0 და არის ხელმისაწვდომი.
  • იმისათვის რათა გადმოიწეროთ სურათები სრული გარჩევადობითა & ხარისხით აუცილებელია რეგისტრაცია, რომელიც არის ადვილი & უფასო.

2. Unsplash – საკმაოდ კარგი & განსხვავებული რესურსია, აქ ხარისხი ჭარბობს რაოდენობაზე! არჩევანი არც თუ ისე დიდია, მაგრამ თვითოეული გამოსახულება მაგარი ხარისხის გახლავთ. თუ თვენ გესაჭიროვებათ ეფექტური გამოსახულება ფონისათვის – Unsplash კარგი არჩევანია, თუმცა კონკრეტული თემატიკის სურათი შეიძლება არ მოიძებნოს. ისევე, როგორ Pixabay-ზე სურათები განთავსებულია ლიცენზიით Creative Commons CC0.

3. Public Domain Pictures – ნამდვილად კარგი ვარიანტია, ვინაიდან ამ საიტზე განთავსებულია გამოსახულებების ძალიან დიდი კოლექცია. ამ რესურსის ნაკლად შეიძლება მივიჩნიოთ არაეფექტური ინტერფეისი – კარგი სურათის მოსაძებნად ზოგჯერ ხანგრძლივი ძებნა არის საჭირო. სურათები განთავსებულია ლიცენზიით Creative Commons CC0.

4. Wikimedia Commons – რესურსზე განთავსებულია 34 მილიონი უფასო გამოსახულება და ვფიქრობთ დამატებითი კომენტარები აღარაა საჭირო.

5. Death to Stock – ამ რესურსიდან ყოველთვურად მოდის შეტყობინებები ახალი სურათების დამატების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ასეთი სახის წერილები გამაღიზიანებელია, სინამფვილეში პრაქტიკული ფუნქცია გახლავთ, რადგან გვაწვდის ინფორმაციას სურათების გამოყენების უფლებების შესახებ. საიტზე Death to Stock თქვენ მიიღებთ ძალიან ხარისხიან მასალებს.

6. PicJumbo – ამ საიტს გააჩნია კარგი ინტერფეისი და სურათების ხარისხიანი ფილტრაცია: ტეგების, კატეგორიებისა და პოპულარობის თვისებების მიხედვით. რესურზე ბევრია მაღალხარისხიანი გამოსახულება. აქაც არსებობს სიახლეების გამოწერის ფუნქცია + არის პრემიუმ პაკეტი, რომელიც არ გახლავთ სავალდებულო.

7. Google სურათები – იცით თუ არა, რომ აქ არსებობ Google Images გაფართოებული ძებნის ფილტრაცია? ამისათვის საჭიროა “ინსტრუმენტებში” ავიღციოთ სასურველი ვარიანტი:

  • ლიცენზია გამოყენებაზე;
  • ლიცენზია გამოყენებაზე და შეცვლაზე.

გახსოვდეთ! არც Google არ გახლავთ ყოვლისშემძლე, გადაამოწმეთ გამოსახულების ლიცენზია!

გაუზიარე მეგობრებს

თქვენი გამოხმაურება

Close Menu