5 უფასო Lightbox ჩადგმა WordPress საიტზე სურათებისა და ვიდეოს ჩვენებისათვის

5 უფასო Lightbox ჩადგმა WordPress საიტზე სურათებისა და ვიდეოს ჩვენებისათვის

მედია მენეჯმენტი WordPress-ში პოპულარული ტრენდი გახდა მას შემდეგ, რაც გამოსახულებებისა და ვიდეოს გამოყენებას საიტების მიმზიდველობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი როლი მიანიჭეს. თქვენს მიერ შერჩეული მრავალრიცხოვანი მედია-კონტენტის ლამაზად წარდგენის ერთ-ერთი ყველაზე სწორი არჩევანია WordPress Lightbox (ლაითბოქს) ჩადგმებია. მათი გაფართოებული შესაძლებლობების გამოყენებით თქვენ მოგეცემათ გამოსახულებების, ვიდეო-მასალებისა და სლაიდ-შოუების გასაშლელ ფანჯრებში ლამაზად ასახვის საშუალება.

WordPress-ის რეპოზიტორი მოიცავს ამ სახის სასარგებლო ჩადგმების ძალიან დიდ რაოდენობას (750+). რა თქმა უნდა არჩევანის გაკეთება არც თუ ისე ადვილია, მაგრამ ჩვენ შევეცდებით გაგიადვილოთ ამ ნაბიჯის გადადგმა და შემოგთავაზებთ საუკეთესო უფასო Lightbox-ჩადგმებს მათი ფუნქციების მოკლე მიმოხილვით.

რა არის WordPress-ის ლაითბოქს ჩადგმა?
ყველა ობიექტი რაც კი ჩნდება მონიტორის ექკანზე დანარჩენი გვერდის დამუქების ეფექტით შეგვიძლია მივიჩნიოთ ლაითბოქსათ. ლაითბოქსი შეიძლება მუშაობდეს JavaScript (jQuery) ან CSS3 ტექნოლოგიით. მათი გამოყენებით ვებ-გვერდი რჩევა ხილვადი, მაგრამ მომხმარებლის ყურადღება მახვილდება მედია-ელემენტზე (სურათი ან ვიდეო). ეს საკმაოდ ეფექტური მეთოდი გამოიყენება აგრეთვე ახალი ამბების, ფორმების, სლაიდების და ა.შ. ჩვენების მიზნით.

რისთვის არის საჭირო WordPress-ის ლაითბოქს ჩადგმა?

ახალი ჩადგმის საიტზე დამატებამდე დაუსვით საკუთარ თავს ეს კითხვა … არგუმენტი შეიძლება იყოს მრავალნაირი:

  • გავქვთ სურვილი რომ სურათის და/ან ვიდეოს დათვალიერებისას მომხმარებელი დარჩეს მოცემულ გვერდზე და არ შეწუხდეს ახალ გვერდზე გადასვლით;
  • გინდათ მომხმარებელზე მედია კონტენტთან ეფექტური და შედეგიანი შთაბეჭდილება მოახდინოთ;
  • თქვენს WordPress საიტზე განთავსებულია მედია ელემენტების დიდი რაოდენობა, მაგალითად ფოტოგრაფის ან დიზაინერის საიტი;
  • კლიენტების მოზიდვის მიზნით და ა.შ.

ჩვენს მიერ შერჩეული WordPress Lightbox ჩადგმები

რა თქმა უნდა WordPress-ის შემუშავებელი პროგრამისტი თვითონ შექმნის და მოარგებს პროექტს ლაითბოქს ელემენტს, მაგრამ ჩვენი ბლოგი არ არის შექმნილი პროფესიონალებისათვის, ხოლო ჩვეულებრივი მომხმარებლისათვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა შესაბამისი Lightbox WordPress ჩადგმის დაყენება. ქვემორემოყვანილი ჩადგმები სანდო და საიმედო გახლავთ, ხოლო არჩევანი თქვენზეა …

1. FooBox Image Lightbox

FooBox Image Lightbox

ეს გახლავთ ძალიან ლამაზი და ეფექტური Lightbox ჩადგმა, რომელიც მედია კონტენტის ზუსტი მმართვის საშუალებას გვაძლევს: სურათების ზომების შეცვლა, მოხერხებული “ცხელი ღილაკების” დანიშვნა, social sharing ფუნქციონალი, ადაფტიური დიზაინი. არის სრულ ინტეგრაციაში ფოტოგალერეა “Foo Gallery”-თან და უზრუნველყოფს საიტზე მედია კონტენტის ეფექტურ ვიზუალიზაციას.

ამ ჩადგმას აგრეთვე გააჩნია “FooBox Pro” პრემიუმ ვერსიაც, რომელიც მას მატებს გაფართოებულ ფუნქციებს: გადამისამართება, HTML და iFrame, ფერთა სქემების არჩევას, ხატულებს და სხვა …

2. Responsive Lightbox by dFactory

Responsive Lightbox by dFactory

Responsive Lightbox ჩვენი რჩეული Lightbox ჩადგმა გახლავთ. მისი მთავარი უპირატესობა გახლავთ კორექტული ასახვა ყველა სახის მობილურ მოწყობილებებზე და 6 სხვადასხვა ადაფტიური Lightbox სკრიპტი: SwipeBox, prettyPhoto, FancyBox, Nivo Lightbox, Image Lightbox – მედია ელემენტების სხვადასხვა ვიზუალითა და ეფექტებით ასახვის მიზნით. ჩადგმას აქვს 200 000-ზე მეტი აქტიური ინსტალაცია და მაღალი რეპუტაცია მომხმარებელთა შორის.

3. Simple Lightbox

Simple Lightbox

იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენ არ გჭირდებათ რთული ფუნქციონალი და ნაირნაირი ეფექტები, Simple Lightbox არის ძალიან კარგი არჩევანი. ჩადგმის ავტორმა (Archetyped) შექმნა მინიმალისტური და ამავდროულად მიმზიდველი ნამუშევარი. ფუნქციებში შედის Lightbox-ის ზომის მორგება, ეფექტების მარტივი მომართვა, ამა თუ იმ გვერდზე და/ან ჩანაწერში ჩართვა-გამორთვა, სლაიდ-შოუს რეჟიმი. მიუხედავად სიმარტივისა ეს ჩადგმა საკმაოდ პოპულარულია – 100 000 მეტი აქტიური ინსტალაცია.

4. WP Lightbox 2

WP Lightbox 2

WP Lightbox 2 – კიდევ ერთი Lightbox ჩადგმაა, რომელიც ასახავს მედია კონტენტს, მუშაობს მობილურ მოწყობილობებზეც. მას გააჩნია რამოდენიმე უნიკალური ნიშან-თვისება, რომლებსაც ვერ იხილავთ არც-ერთ ჩადგმაში, მაგალითად: ინფორმაციის შემცირება, სურათის ზომების შეცვლა, გამოსახულების გადმოწერის ბმული.

ჩადგმას თან ახლავს 5 სხვადასხვა თემა, აგრეთვე გააჩნია Lightbox-ში სურათის სათაურისა და აღწერილობის ასახვის ფუნქცია. გამოსახულებები შეიძლება იქნას დაჯგუფებული და ნაჩვენები როგორ სლაიდ-შოუ. ჩადგმა მუშაობის აწყობის პროცესი არ არის რთული და მისი გაწერა შორთკოდების სახით შესაძლებელია თუნდაც კომენტარების სექციაშიც კი.

5. WP Featherlight

WP Featherlight

WP Featherlight – გახლავთ მსუბუქი jQuery Lightbox ჩადგმა. კარგად & სწრაფად მუშაობს ყველანაირ სერვერზე, არის ადაპტიური, მუშაობს გამოსახულებებთან, AJAX, iFrame და აქვს ბევრი დამატებითი ფუნქცია.

P.S. თანამედროვე WordPress საიტებზე Lightbox-ში მიდია კონტენტის ასახვა შედეგიანი მეთოდია. კარგად მორგებული Lightbox ჩადგმა უდაოდ გააუმჯობესებს ურთიერთმოქმედებებს მომხმარებელთან და გაუადვილებს მას თვენი საიტის შინაარსის ვიზუალურ აღთქმას!

მიუხედავად იმისი თუ რომელ ჩადგმას გამოიყენებთ თქვენი საიტის იერსახე უკეთესად იქნება წარმოდგენილი!

მოგვიყევით კომენტარებში თუ რომელ Lightbox-ჩადგმას იყენებთ და გამოთქვით თქვენი მოსაზრებები …

გაუზიარე მეგობრებს

თქვენი გამოხმაურება