5 საუკეთესო ჩადგმა თქვენი WordPress საიტის დასაცავად

5 საუკეთესო ჩადგმა თქვენი WordPress საიტის დასაცავად

WordPress-ი არის ადვილი შესასწავლი & ძალიან პოპულარული CMS-ი რომელსაც იყენებს უამრავი ბლოგერი, კომპანია და მასმედიის საშუალება. შესაბამისად ბევრი მომხმარებელი აწყდება პრობლემებს საიტის უსაფრხთო მუშაობის ასპექტში, ვინაიდან ინტერნეტის ქსელში
ჰაკერების* დეფიციტი ნამდვილად არ შეინიშნება.

სიტყვა ჰაკერი გამოიყენება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ქსელს იყენებენ ბოროტი მიზნებისთვის. მაგ. არალეგალური შეჭრა სხვის საიტზე ან ქსელში.

WordPress-ის რეპოზიტორიუმში ჩვენ ვიხილავთ არაერთ ჩადგმას რომელთა მთავარი მიზანია საიტის დაცვა, მაგრამ რომელი ავირჩიოთ და რატომ – განვიხილოთ დღევანდელ პოსტში.

WordPress უსაფრთხოებისათვის აუცილებელი საუკეთესო ჩადგმების მიმოხილვა

ადამიანისათვის, რომელიც შორს არის პროგრამირებისაგან ერთადერთი გზა არის საიტზე შესაბამისი ჩადგმის დაყენება! ქვემორე აღწერილი უფასო და პრემიუმ ჩადგმები ჩვენი გუნდის მიერ არაერთხელ იყო დაყენებული და დატესტილი, შესაბამისად მოგითხრობთ მათ შესახებ პრაქტიკიდან გამომდინარე …

1. iThemes Security

itemes-security

მიმოხილვას ვიწყებთ iThemes Security-ით, ვინაიდან ამ ჩადგმას იყენებს 800 000 მეტი საიტი! ჩადგმის ავტორი გახლავთ WordPress სამყაროში საკმაოდ ცნობილი დეველოპერი – კრის ვიგმანი. შემდგომში მისი ნამუშევარი შეიძინა ცნობილმა ბრენდმა “iThemes”, რომელსაც WordPress-მომხმარებლებში საკმაოდ კარგი რეპუტაცია გააჩნია. ამ ბრენდის ყველა ჩადგმა ხშირად განახლებადია & აქვს კარგი ტექნიკური მხარდაჭერა.

ამ დროისათვის ეს ჩადგმა მიიჩვევა ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტილებად WordPress-საიტის უსაფრთხოების დარგში. ჩადგმის არსენალში არის 30-ზე მეტი ხერხი, ხოლო ინსტალაციის შემდეგ უბრალოდ მიეცით ჩადმას საშუალება აკეთოს თავისი საქმე. მისი აწყობა არ გაუჭირდება არც დამწყებსა და არც გამოცდილ მომხმარებელს.

iThemes Security იცავს თქვეს საიტს მოსალოდნელი ხიპათების უმრავლესობისაგან. იგი ბლოკავს მავნე ექაუნტებს, საბაზო ფაილებში ამოწმებს ყვენაირ ცვლილებას, ინახავს საიმედო პაროლებს, ფარავს ავტორიზაციისა & ადმინისტრატორის გვერდებს … და ასრულებს მრავალ სხვა ფუნქციას.

პრემიუმ ვერსიას მრავლად გააჩნია დამატებითი ფუნქციები, ხოლო მისი ღირებულება შეადგენს $80 და გაძლევთ საშუალებას დაიცვათ 2 საიტი.

2. Wordfence Security

Wordfence Security

Wordfence Security – გახლავთ საიტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კიდევ ერთი საიმედო ჩადგმა, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც უფასო, ასევე პრემიუმ ვერსიაშიც. ამ ჩადგმას იყენებს 1 000 000 მეტი ვებ-საიტი. ჩადგმის მძლავრი Web Application Firewall & Threat Defense Feed საიმედოდ იცავს თქვენს საიტს გატეხვისაგან. ორივე ეს ფუნქცია ბლოკავს ისეთ ხიფათებს, როგორიცაა მაგალითად ყალბი Google Bots, Botnets და ა.შ..

ჩადგმას გააჩნია სკანირების საიმედო მექანიზმი, რომელიც გატყობინებთ ნებისმიერი საეჭვო მოქმედებების შესახებ. იგი თვალყურს ადევნებს არა მხოლოდ მავნე პროგრამულ უზრუნველყოფას, არამედ ფაილებში ნებისმიერ ცვლილებს, მავნე კოდის ჩანერგვას, სისტემაში არაჯეროვანი შესვლის მცდელობების შესახებს და ა.შ.

Wordfence Security მომხმარებელს სთავაზობს უნიკალურ ფუნქციას – Live Traffic View, რომელიც საიტის სტატისტიკას გიჩვენებთ რეალური დროის რეჟიმში. ეს ნიშნავ იმას, რომ საიტის გატეხვის მცდელობის დროს თქვენ დროულად მოასწრებთ შესაბამისი ზომების მიღებას.

გვინდა აგრეთვე ავღნიშნოთ, რომ სისტემაში შემავალი ჩადგმა – Falcon Engine უზრუნველყოს ქეშირების სწრაფ პროცესს, რაც უდაოდ ხელს უწყოს საიტის სწრაფად მუშაობაში. პრემიუმ ვერსიაში ჩადგმას მრავლად გააჩნია დამატებითი ფუნქციები.

3. All In One WP Security & Firewall

All in One Security

All In One WP Security & Firewall – ეს არის უნიკალური ჩადგმა, რომელიც მოსწონს 400 000 მეტ მომხმარებელს. მისი გამართვა ძალიან ადვილია, ხოლო მუშაობის ხარისხი შთამბეჭდავი.

ჩადგმის საინტერესო თავისებურება გახლავთ უსაფრთხოების შეფასების სიტემა, რომელიც მერყეობს 0-დან 470-მდე. ასე თქვენ გაიგებთ თუ რომელი ვებ-კომპონენტი ითხოვს დამატებით დაცვას. აღნიშნული ინფორმაცია აისახება უშუალოდ კონსოლში.

საიტის მწყობრიდან გამოსვლის თავის არიდების მიზნით All In One WP Security & Firewall მუშაობს 3 რეჟიმში: საბაზო, საშუალო და გაფართოებული. თავიდან აირჩიეთ საბაზო რეჟიმა, ხოლო საჭიროებისამებრ გადმოდით სხვა სასურველ ოფციაზე.

ამ ჩადგმის ფუნქციებში თქვენ აგრეთვე იხილავთ გამოსახულებებზე პირდაპირი ბმულების აკრძალვას, შეტევებისაგან დაცვას, მონაცემთა ბაზის პრეფიქსის მმართვას, დაცვას ბრენდმაუერის გამოყენებით, IP მისამართების დაბლოკვას და მრავალ სხვა ფუნქციას.

4. Sucuri

sucuri

WordPress-ის პრემიუმ ჩადგმების ბაზარზე Sucuri-ის საკმაოდ პრესტიჟული ჩადგმის რეპუტაცია გააჩნია. ჩადგმის დეველოპერებმა დიდი მუშაობა ჩაატარეს, გამოიყენეს უსაფრთხოების სფეროში არსებული უახლოესი ტექნოლოგიები და მათი გამოყენებით წარმატებით იცავენ ქსელში ათასობით WordPress-საიტს.

WordPress-ის Sucuri-ს აქვს უფასო აუდიტ-ვერსია, რომელსაც გააჩნია მხოლოდ მავნე პროგრამების სკანერი, ხოლო პრემიუმ ვერსიით სარგებლობის ღირებულება იწყება ყოველთვიურად $16,66-დან. თუ თქვენ ახორციელებთ პროფესიონალურ & კომერციულ პროექტს და ზრუნავთ მის უსაფრთხოებაზე ეს თანხა მისაღები უნდა იყოს თქვენთვის.

Sucuri გთავაზობთ საიტზე თავდასხმისა & გატეხვის საწინააღმდეგო იარაღების სრულ ციკლს, რომელიც მოიცავს WAF ბრენდმაუერს, ანტივირუსს და მავნე პროგრამების მოსპობის სამსახურს. გარდა საიტის დაცვის და მავნე პროგრამების აღმოჩენისა Sucuri კარგად მუშაობს საიტის გატეხვებთან. საიტი გატეხვის შემთხვევაში ჩადგმა წაშლის მავნე პროგრამებს 12 საათის განმავლობაში და გამოგიგზავნით მეილზე შეტყობინებას ნებისმიერი მავნე მოქმედების შესახებ.

Sucuri აგრეთვე გვთავაზობს ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა: რეგულარული [tooltip text=”backup” gravity=”sw”]სარეზერვო ასლების შექმნა[/tooltip]; სკანირება & დაცვა რეალურ დროში; SSL-სერთიფიკატები; დაცვა DDoS-შეტევებისაგან; DNS-იდენტიფიკაცია და მრავალ სხვა ფუნქციას.

5. VaultPress

VaultPress

სარეზერვო ასლების შექმნა საიტის უსაფთხოების უზრუნველყოფის ზომების განუყოფილი ნაწილია, ხოლო VaultPress-ი გონივრულ ფასად უზრუნველყოფს თავის კლიენტებს backup-ის შექმნითა და უსაფრთხოების სისტემის ჯეროვანი მუშაობით. ჩადგმის ფუნქციებში აგრეთვე შედის საიტის რეგულარული დასკანირება და ტექნიკური მხარდაჭერა, რაც დასტურდება არაერთი კმაყოფილი კლიენტის შეფასებით.

თუ ბოროტმოქმედმა შეძლო საიტის გატეხვა VaultPress-ი ძალიან სწრაფად გიბრუნებთ კონტროლს თქვენს ვებ-პროექტზე.

საიტის უსაფრთხოებაზე ზრუნვა აუცილებელია! ყოველთვის ბევრად უფრო დაცული იქნება თქვენი ნაშრომი & ბიზნესი, ხოლო ამ საკითხის იგნორირება ძვირ ფასად უჯდება მომხმარებელს …

გარდა ამ პოსტში აღწერილ ჩადგმებისა რა თქმა უნდა მოიძებნება სხვა ღირსეული კანდიდატებიც – უბრალოდ ჩვენ მრავალი ტესტირების შედეგად აგიღწერეთ საუკეთესო & გამოცდილი, ხოლო არჩევანი და სიმპატია თქვენი ნებაა …

გაუზიარე მეგობრებს

თქვენი გამოხმაურება