5 ჩადგმა გრაფიკული გამოსახულებების ოპტიმიზაციისთვის

5 ჩადგმა გრაფიკული გამოსახულებების ოპტიმიზაციისთვის

გამარჯობათ, ჩვენო მკითხველებო! დღეს ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ სპეციალურ ჩადგმებს, რომელიც განკუთვნილია საიტის გამოსახულებების შეკუმშვისა და ოპტიმიზაციისათვის.

უმეტეს წილად, დამწყები ბლოგერები და საიტის ადმინისტრატორები არ ითვალისწინებენ იმ გარემოებას, რომ რაიმე გამოსახულება, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს საიტზე, უნდა დამუშავდეს და “წონაში დაიკლოს”. ეს ოპერაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია თქვენი საიტის სწრაფად და გამართულად მუშაობისთვის. სტატიაში მოყვანილი ჩადგმები დაგეხმარებათ თქვენი ჰოსტინგის დისკის მოცულობის და ტრაფიკის ეკონომიაში, აგრეთვე გვერდების სწრაფად ჩატვირთვაში, რაც, დამეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანია.

ქვევით მოყვანილი ყველა ჩადგმა განთავსებულია ვორდპრესის რეპოზიტორიუმში wordpress.org და ვრცელდება უფასოდ GPL ლიცენზიით. მიუხედავათ ამისა, ზოგიერთი ჩადგმა იყენებს გარეშე ფასიან სერვისებს ან უფასო ვერსიას გააჩნია სხვადასხვა სახის შეზღუდვები.

მაშ ასე, დავიწყოთ.


Smush Image Compression and Optimization

ეს ჩადგმა ცნობილ WPMU DEV კომპანიის ნაწარმია. დღევანდელი მონაცემებით მას 1 000 000-ზე მეტი ჩამოტვირთვა აქვს. ჩადგმა იყენებს გამოსახულებების ოპტიმიზაციის და შეკუმშვის გარეშე სერვისს. ჩამოტვირთვის და აქტივაციის შემდეგ, ჩადგმა გთავაზობთ თქვენს მედია ბიბლიოთეკაში არსებულ ყველა გამოსახულების ოპტიმიზაციას და ავტომატურ რეჟიმში ახალად ატვირთული სურათების დამუშავებას. ჩადგმის ანოტაციაში ნათქვამია:

  • შეკუმშვა ხარისხის შემცირების გარეშე
  • მასიური ოპტიმიზაცია
  • სურათების ზომის შემცირება (Crop, შეგიძლიათ მიუთითოთ სასურველი სიგანე და სიმაღლე)
  • კატალოგების ოპტიმიზაცია

ჩადგმის უფასო ვერსიას გააჩნია შეზღუდვებიც. მაგალითად, ჩადგმა ერთდროულად მუშაობს 50-მდე გამოსახულებასთან და თითოეულის წონა 1 მეგაბაიტს არ უნდა აღემატებოდეს. გაფართოვების მხრივაც მხოლოდ PNG, JPEG და GIF გამოსახულებები მუშავდება.


EWWW Image Optimizer

შეკუმშვისთვის ჩადგმა იყენებს ისეთ სერვისებს, როგორებიცაა jpegtran, optipng, pngout, pngquant, gifsicle და cwebp და ირთვება ფუნქციით PHP exec(), რომელიც უმრავლესობა ჰოსტინგ-პროვაიდერებს აქვთ გამორთული უსაფრთხოების მიზნით. ამიტომაც ეს ფუნქცია ჩადგმის დისტრიბუტივშია “ჩაკერებული”. ფაილის ზომა და წონა შეუზღუდავია

ჩადგმას ფასიანი ვერსიაც აქვს. EWWW Image Optimizer Cloud, როგორც WP Smush, გარეშე სერვისებს იყენებს.


Imagify Image Optimizer

ამ ჩადგმის ავტორები ცნობილი WP Rocket-ის სულის ჩამდგმელები არიან. უფასო ვერსიას თვეში 25-მეგაბაიტიანი შეზღუდვა აქვს. სრულად თავსებადია WooCommerce და NextGen Gallery ჩადგმებთან. კუმშავს გამოსახულებებს ორი ალგორითმით: Normal და Lossless (უდანაკარგო შეკუმშვა).

აღსანიშნავი პლუსია, რომ ამ ჩადგმის საშუალებით თქვენ შეძლებთ მედია-ფაილების სარეზერვო ასლის შექმნას.


Compress JPEG & PNG images

თავდაპირველად პროექტს ერქვა TinyPNG და გვევლინებოდა როგორც ონლაინ სერვისი და API დეველოპერებისთვის, რომელიც ემსახურებოდა მხოლოდ PNG გაფართოვების ფაილებს. შემდგომში მას დაემატა JPEG გაფართოვება და შეიქმნა ჩანართები ვორდპრესისთვის და მაჯენტოსთვის (Magento).

უფასო ვერსიის საშუალებით, თვეში თქვენ დაამუშავებთ და შეკუმშავთ 500 გამოსახულებას, მინიატურების (Thumbnails) გათვალისწინებით გამოდის 100-150 სურათი. ნამდვილად კარგი მაჩვენებელია. ჩადგმის აქტივაციის შემდეგ, თქვენ უნდა მიუთითოთ უფასო API გასაღები, რომესაც მიიღებთ ჩადგმის ოფიციალურ გვერდზე.


ShortPixel Image Optimizer

ამ ჩადგმის დადებით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ თქვენ შეძლებთ PNG, JPEG, GIF და PDF გაფართოვების ფაილების დამუშავებას. უფასო ვერსიისგამოყენებით თქვენი ლიმიტი 100 გამოსახულებით შემოიფარგლება.

აგრეთვე სერვისი ითვალისწინებს PNG ფორმატიდან JPEG ფორმატში კონვერტაციას. იყენებს შეკუმშვის Glossy და Lossless ალგორითმებს. ძალიან კარგად კუმშავს დიდი ზომის PNG გაფართოვების ფაილებს.


აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ ზოგიერთი ჰოსტინგ და CDN პროვაიდერი (მაგალითად,
CloudFlare, Incapsula და სხვა) ავტომატურად კუმშავს გამოსახულებებს.

გაუზიარე მეგობრებს

თქვენი გამოხმაურება