10 რჩევა თქვენი საიტის შინაარსის გაფორმების შესახებ

10 რჩევა თქვენი საიტის შინაარსის გაფორმების შესახებ

ყოველი ჩვენთაგანი ქმნის საიტს ინტერნეტის ქსელში იმისათვის, რათა მისი ინფორმაცია იქნაც წაკითხული და გაგონილი.

არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება პირადი ბლოგი ან ვებ-პროექტი საქმიანობის შესახებ – საიტი უნდა იყოს კითხვებადი! და თუ თქვენს საიტს არ ჰყავს მკითხველი დროისა და სახსრების უაზრო დახარჯვა სახეზეა.

რა ხდება როდესაც თქვენი ბლოგი ან თემატური საიტი ვერ პოულობს ისეთ პოპულარობას, რომელსაც თქვენ მოელოდით? უმეტესობა ან ხელს ჩაიქნევს წამოწყებულ პროექტზე და/ან აკრიტიკებს საიტის დიზაინს & შინაარსს …

არ იჩქაროთ იმედგაცრუება, სიტუაცია გამოსწორებადია! შეიძლება ეს პრობლემა არ არის კონკრეტულად თქვენი საიტის “კონტენტში” ანუ შიგთავსში, არამედ იმაში, თუ როგორ არის იგი დაფორმატებული ანუ მოწოდებული.

ინტერნეტის ქსელში არსებობს უამრავი რესურსი, რომელიც აქვეყნებს იგივე თემატიკის ინფორმაციას და შესაბამისად მომხმარებელს ყოველთვის აქვს დიდი არჩევანი. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია შეუქმნათ მკითხველს პირველი დადებითი შთაბეჭდილება ჩვენს საიტზე. თუ თქვენი საიტი უაზროთ არის დაფორმატებული და მისი წაკითხვა რთული და/ან გამაღიზიანებელია მომხმარებლისთვის უმეტესი მათგანი არ გაგვიჩერდება და დაუყოვნებლივ გადავა სხვა რესურსზე.

WordPress-ის სისტემაზე აგებულ საიტების მომხმარებლებისათვის ზემოხსენებული პრობლემების მოწესრიგება მარტივად გამოსწორებადია. ჩვენ მოგიმზადეთ 10 რჩევა საიტის შიგთავსის ორგანიზაციის, გაფორმებისა & დაფორმატების შესახებ, რომლებიც ხელს შეგვიწყობენ საიტზე მომხმარებელთა აქტიურობის გაუმჯობესობის საქმეში!

1. გამოიყენეთ მოკლე აბზაცები

ინტერნეტ-მომხმარებელთა უმრავლესობა ბლოგესა და საიტებს კითხულობენ გართობისა და/ან კონკრეტული ინფორმაციის მიღების მიზნით. მათ არ გააჩნიათ სურვილი თავი იგძნონ იმ სტუდენტის როლში, რომელსაც დაავალეს დიდი სტატიის შესწავლა … თუ თქვენ პარაგრაფში გაქვთ ბევრი წინადადება შინაარსობრიბად დაყავით ისინი აბზაცებად! ამასთანავე მოერიდეთ ბევრ 1-2 აბზაციან პუნქტებს.

2. შექმენით სათაურები & ქვესათაურები

მკითხველი მიჩვეულია “კონტენტის” სწრაფ გადახედვას სასურველი მასალის მოძიების მიზნით შესაბამისად ამ პროცწსის გამართივებისათვის გამოიყენეთ ქვესათაურები, ანუ ტეგები H2, H3, H4. ტეგი H2 (სათაური 2) პოსტში გამოიყენეთ როგორც მთავარი, ტეგი H3 როგორც მომდევნო დონის ქვესათაური და ა.შ.

wordpress-header-tags

3. სათაურებში და ქვესათაურებში გამოიყენეთ ციფრები

თქვენ რა თქმა უნდა დააკვირით რომ ინტერნეტი გადაჭარბებულია პოსტებით რომლებშიც ჭარბობენ ციფრები?

  1. გახდომის ათი საშუალება …
  2. ხუთი ნაბიჯი იდეალური ფიგურის მოსაპოვებლად …
  3. წარმატებული ბიზნესის განვითარების შვიდი უსაფრთხო სტრატეგია …

რატომ არის ასეთი სახის სათაური ეფექტური? პირველი ორი პუნქტი გვისახავს საბოლოო მიზნის მიღწევას ნაბიჯების კონკრეტული რაოდენობით, ხოლო მესამე გვთავაზობს 7 განსხვავებულ სტრატეგიას ერთ სტატიაში. მსგავსი ციფრები იფყრობენ მკითხველის ყურადღებას, აუცილებლად გამოიყენეთ ეს ხერხი თქვენი საიტის პოსტებში!

4. გამოიყენეთ ჩანიშნული სიები

იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვინდა წარუდგინოთ მკითხველს განსხვავებული აზრები ან ცნებები აუცილებლად გამოიყენეთ ჩანიშნული სიები. ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა! დაფორმატების ასეთი ვარიანტი უფრო კარგად გამოიყურება ვიდრე ტექსტის რამოდენიმე აბზაცი.

ჩანიშნული და დანომრილი სიები ერთნაირად ეფექტურია, არჩევანი არის დამოკიდებული უშუალოდ იმ ინფორმაციაზე, რომელსაც თქვენ სთავაზობთ მკითხველს. ჩანიშნული და დანომრილი სიების გამოყენებისათვის გამოიყენეთ შესაბამისი სათულა WordPress-ის ვიზუალურ რედაქტორში.

wordpress-bulleted-lists

5. გამოიყენეთ დახრილი და მუქი შრიფტი

აქ მთავარია ზომიერება! მკითხველის ყურადღების გამახვილების ერთ-ერთი ტველაზე ეფექტური ხერხი გახლავთ დახრილი და მუქი შრიფტის გამოიყენება.

ამ თემაზე არსებობს რამოდენიმე რჩევა:

  • გამოიყენეთ მუქი შრიფტი როდესაც ამახვილებთ ყურადღება საკვანძო სიტყვებზე და/ან ფრაზებზე;
  • მუქი შრიფტის გამოიყენება შესაძლებელია ახალი აბზაცის პირველი წინადადების გამოსაყოფად იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენ არ გამოიყენებთ ქვესათაურს;
  • გამოიყენეთ დახრილი შრიფტი რათა კონკრეტული სიტყვების აქცენტირება მოახდინოთ;
  • დახრილი შრიფტი გამოიყენება მიზნობრივია: უცხოური სიტყვების/ფრაზების, წიგნების, ფილმების, ტელეგადაცემების და ა.შ. გამოსაყოფად.

ამავდროულად არ არის სასურველი გადამეტება და პოსტში ძალიან დიდი რაოდენობით ამ ეფექტების გამოყენება, რათა არ დავაბნიოთ მკითხველი და არ შეუქმნათ მას დისკომფორტი წაკითხვის დროს.

6. გამოიყენეთ ღილაკი “ციტატები”

საჭიროებისამებრ ნუ დაგვავიწყდება სასურველი ტექსტის “ციტატებად” (Blockquote) გამოყოფის შესაძლებლობის გამოიყენება! WordPress-ის ვიზუალურ რედაქტორში ეს ფუნქცია გამოიყურება შემდეგნაირად:

wordpress-blockquote

თავდაპირველად ეს ფუნქცია შეიქმნა უშუალოდ ლითერატურული ან პიროვნული ციტირების ასახვის მიზნით, მაგრამ დროთა განმავლობაში ბევრმა ავტორმა პრაქტიკაში დანერგა მსგავსი ფუნქციით პოსტში მნიშვნელოვანი მომენტების გამოყოფა. ვინაიდან ციტატები იპყრობენ მკითხველის მაქსიმალურ ყურადღებას მათი გამოყენება უნდა იქნას მინიმიზირებული.

აი კონკრეტული მაგალითიც:

[su_quote cite=”Webix Solutions”]ციტატა – თქვენი პოსტის მთავარი აზრის გამოყოფის საუკეთესო საშუალებაა![/su_quote]

7. გამოიყენეთ მიმზიდველი შრიფტი

ხშირ შემთხვევაში საიტის მფლობელები და/ან ბლოგერები არ უთმობენ ჯეროვან ყურადღებას მათ ვებ-პროეტში გამოყენებულ შრიფტებს და ცდებიან. ბუნებრივია ლამაზი შრიფტით წარუმატებელ შინაარს ვერ გამოვასწორებთ – პირიქით წარმატებული კონტენტის გაფუჭება შესაძლებელია.

სამწუხაროდ ჩვენ ვერ დაგისახელებთ საიტის შრიფტის შერჩევის 100% მოქმედ სტრატეგიას ვინაიდან ეს არის დამოკიდებული საიტის სტილისტიკისა და დიზაინის ნიშან-თვისებებზე, ხოლო სწორი გადაწყვეტილება უნდა გირჩიოთ ვებ-დიაზაინერმა. თუმცა არსებობს რამოდენიმე რჩევა, რომელიც აუცილებლად არის გასათვალისწინებელი:

  • ნუ იარჩევთ ძალიან ექსტრავაგანტულ ვარიანტს, არტ-შრიფტები ნამდვილად არ მოუხდება ბევრ საიტს.
  • მიაქციეთ ყურადღება შრიფტის ფერს. საიტების უმრავლესოაბა იყენებს შავს ამ მუქი რუხი ფერის შრიფტებს – ეს ოფტიმალური ვარიანტია! ექსპერიმენტები მრავალფერიანი შრიფტის გამოყენებით ხშირ შემთხვევაში წამგებიანია.
  • ნუ გვავიწყდება შრიფტის ზომა, მას აქვს დიდი მნიშვნელობა. უაზროდ დიდი ზომის შრიფტი შეიძლება გამოიყურებოდეს როგორც “ბავშვური” ან პრიმიტიული, ხოლო უაზროდ პატარა არის ძნელად კითხვადი.
  • არ გამოიყენოთ საიტზე მრავალი შრიფტი! ასეთი გაფორმება ყოველთვის გამოიყურება უგემოვნოდ და აღიზიანებს მკითხველს.

8. საჭიროებისამებრ გამოიყენეთ სარჩევი

თუ თქვენ ქმნით სტატიების სერიას ან თქვენი პუბლიკაცია დიდი მოცულობის თავების არსებობის გამო საჭიროებს გვერდებად დაყოფას სასურველია სტატიის დასაწყისში მოვათავსოთ მასალის შინაარსი ჩამონათვალი. ამით ჩვენ ვუადვილებთ მკითხველს ქვეგვერდებზე და/ან მასალის თავებში (ნაწილებში) გადაადგილების ნავიგაციას და ამით ვუქმნით წაკითხვის სურვილის მოტივაციას.

დიდი მასალების ასეთი სახით დაფორმატება მნიშვნელოვანია ისეთ რესურსებზე, სადაც შიგთავსი აქტუალურია დიდ ხნის მანძილზე, მაგალითად სასწავლო პროექტებზე, საინფორმაციო პორტალებზე, ლითერატურულ ბლოგებში და ა.შ.

ზემოაღნიშნული სარჩევის შექმის რამოდენიმე ხერხი არსებობს, მაგრამ ყველაზე მოხერხებული და პრაქტიკულია ამ მიზნებისათვის ყველაზე საუკეთესო პლაგინის Table of Contents Plus გამოყენებაა.

9. ანდეთ თქვენი WordPress-საიტის შექმნა და/ან თქვენს მიერ არჩეული თემის (შაბლონის) მორგება & ლოკალიზაცია სპეციალისტებს!

[su_note]გაითვალისწინეთ, რომ: ხშირ შემთხვევაში საიტის მფლობელს & ბლოგერს მიაჩნია, რომ ვინაიდან შინაარსის მმართვის სისტემა WordPress ვრცელდება თავისუფლად & ინტერნეტში ათასობით არის ხელმისაწვდომი უფასო & “გატეხილი” თემები – საიტის შექმნა არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს … მცდარი აზრია …[/su_note]

… და ზუსტად ეს შეცდომა იწვევს უამრავი დილეტანტური, ვიზუალურად ულამაზო & მომხმარებლისათვის მოუხერხებელი & უინტერესო საიტების მრავლად გაჩენას ინტერნეტის სივრცეში!

მხოლოდ ინდივიდუალად დაპროექტებული, ვიზუალურად გაფორმებული და/ან თქვენი მოთხოვნებისათვის მორგებული საიტი მოიტანს სასურველ შედეგს – მკითხველთა მოწონებას და ფინანსურ მოგებას.

10. ტესტირება

გახსოვდეთ ის რაც სასარგებლოა ერთი საიტისათვის, შეიძლება არ გამოადგეს მეორეს! მუდმივად განახორციელეთ საიტის შინაარსის, ვიზუალური გაფორმების და მისი “მეგობრულობის” ტესტირება მკითხველთა აზრის მოსმენა-შესწავლისა და ანალიზის გზით.

ვიმედოვნებთ, რომ ეს პოსტი თქვენთვის აღმოჩნდა სასარგებლო. გაგვიზიარეთ გეთაყვა თქვე აზრი კომენტარებში ან მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე.

გაუზიარე მეგობრებს

თქვენი გამოხმაურება

Close Menu